მსოფლიო

მარმარის გვირაბი , მეფე აბდულას ეკონომიკური ქალაქი, პეკინის აეროპორტი – 21-ე საუკუნის ძვირად ღირებული პროექტები

მარმარის გვირაბი , მეფე აბდულას ეკონომიკური ქალაქი, პეკინის აეროპორტი - 21-ე საუკუნის ძვირად ღირებული პროექტები

მსხვილი პროექტები, რომლებიც როგორც წესი მილიარდობით დოლარი ჯდება, ძალიან პოპულარულია მსოფლიოს მასშტაბით. თუმცა, ასეთი ფუფუნება ყველა ქვეყანას არ აქვს. ეკოლოგიური მდგრადობისა და სხვა კომპონენტების გათვალისწინებით, მასშტაბური პროექტების განხორციელება დროსთან ერთად ძლიერ ეკონომიკას მოითხოვს.

მაგრამ ყველა ერთხამდ აღიარებს, რომ ისინი ეპოქას ცვლიან. წარმოგიდგენთ 21-ე საუკუნის ზოგიერთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლებმაც მთელი ეპოქა შეცვალეს.

სავაჭრო ცენტრი One World – 3,8 მილიარდი დოლარი

სავაჭრო ცენტრი ერთგვარი სიმბოლოა ნიუ-იორკისა და მსოფლიოსთვის – იქ ოდესღაც ტყუპი კოშკები იდგნენ. თავდაპირველად პროექტი 700 მილიონი დოლარი ღირდა, თუმცა ფასი მკვეთრად გაიზარდა, როდესაც უსაფრთხოების სპეციალური ზომები იქნა გათვალისწინებული.

1776 ფუტი სიმაღლის ცათამბჯენის ლიფტის შახტების გარშემო ბეტონისა და ფოლადის სქელი ბირთვია. შენობა განასახიერებს 2001 წლის 11 სექტემბერს თავდასხმის შემდეგ ქალაქის ერთიანობას და გამძლეობას.

მარმარის გვირაბი – 4,5 მილიარდი დოლარი

47 მილის სიგრძის წყალქვეშა სარკინიგზო გვირაბი თურქეთში, სტამბოლის ევროპულ და აზიურ მხარეებს აკავშირებს. ტრანსპორტი საზოგადოებისთვის გაიხსნა 2013 წელს და 2019 წელს დასრულებულად გამოაცხადეს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ყველაზე ღრმა გვირაბის მშენებლობისას მუშებმა 8000 წლის წინანდელი არტეფაქტები აღმოაჩინეს. დღეს, დიდი ხნის ნანატრი გვირაბი უზრუნველყოფს ეფექტურ ტრანსპორტირებას.

პანამის არხის გაფართოება – 5,3 მილიარდი დოლარი

პანამის არხი აშენდა 1900-იანი წლების დასაწყისში.

How Stuff Works-ის თანახმად, ღვარცოფსა და მალარიაზე მუშაობის შემდეგ, პროექტი განიხილებოდა, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი საინჟინრო სასწაული.

21-ე საუკუნის მოახლოებასთან ერთად, საჭირო იყო განახლება, რათა არხში უფრო დიდ ტრანსპორტს გაევლო. 2014 წელს მშენებლობა შეჩერდა, როდესაც წარმოიშვა საჭიროება, დამატებით 1,16 მილიარდი დოლარი დახარჯულიყო, მაგრამ არხი საბოლოოდ 2016 წელს გაიხსნა.

გოტარდის საბაზისო გვირაბი – 23 მილიარდი დოლარი

გოტარდის საბაზისო გვირაბის ბოლო ნაწილი, რომელმაც შექმნა ბრტყელი მარშრუტი მგზავრებისა და ტვირთების გადასაადგილებლად ციურიხს, შვეიცარიასა და მილანს შორის, 2016 წელს დასრულდა.

Popular Mechanics-ის თანახმად, გვირაბი მთის მწვერვალებიდან 7500 ფუტის სიღრმეზე ეშვება და მთიან ლანდშაფტში შესაძლებელს ხდის მარშრუტი პირდაპირი გზით გაიჭრას.

პეკინის დაქსინგის საერთაშორისო აეროპორტი – 25 მილიარდი დოლარი

ზაჰა ჰადიდის მიერ შექმნილი მსოფლიოს უდიდესი ტერმინალი, პეკინის აეროპორტი წელიწადში 100 მილიონ მგზავრს იტევს. მასში შედის შვიდი ასაფრენი ბილიკი და შვიდნახევარი მილიონი კვადრატული ფუტი სივრცე.

აეროპორტმა მოიპოვა ჯილდოები საუკეთესო ჰიგიენური ნორმების დაცვისთვის. პროექტის სრულად დასრულება 2025 წლისთვის არის დაგეგმილი.

კალიფორნიის მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო მაგისტრალი – 33 მილიარდი დოლარი

ჩქაროსნული სარკინიგზო პროექტის განხორციელებას, რომელიც იწყება კალიფორნიაში და აკავშირებს შეერთებული შტატების დიდ ქალაქებს, ჯერ კიდევ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შეუწყო ხელი.

Wonders List-ის მიხედვით, პროექტი 2015 წელს დაიწყო და პირველი ეტაპის დასრულება 2029 წლისთვის იგეგმება.

მეგაპროექტი თავდაპირველად გათვლილ ბიუჯეტს უკვე აჭარბებს.

Songdo International Business District – 40 მილიარდი დოლარი

მსოფლიოში უძრავი ქონების განვითარების ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული პროექტია სამხრეთ კორეის „ჭკვიანი ქალაქი“, რომელშიც არის ავტომატური გადამუშავების ქარხნები, სერტიფიცირებული მწვანე შენობები და მსოფლიო სხვა ღირსშესანიშნაობები.

ბიზნეს უბანი მოიცავს ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის სავაჭრო კოშკს, G-Tower-სა და ინჩეონის კოშკს.

კომპიუტერები ჩაშენებულია სახლებში, ქუჩებსა და ოფისებში, როგორც ფართო ქსელის ნაწილი.

დუბაილენდი – 76 მილიარდი დოლარი

პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძვირად ღირებული გასართობი ზონით ნამდვილად დაიკვეხნის, მათ შორისაა დისნეის თემატური პარკი, IMAX თეატრი და სხვა საოჯახო ატრაქციონები.

პროექტის მიზანი იყო რეგიონში ტურიზმის გაზრდა და მისი განხორციელება 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, თუმცა 2008 წელს დუბაიში ფინანსური კრიზისის გამო შეჩერდა. მშენებლობა 2013 წელს განახლდა.

მეფე აბდულას ეკონომიკური ქალაქი – 86 მილიარდი დოლარი

მეფე აბდულას ეკონომიკური ქალაქის საოცარი პროექტი საუდის არაბეთში 2005 წელს წარადგინეს. მისი მიზანია შეიქმნას გიგანტური ტურისტული ატრაქციონი, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევებით.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close