თელავითვითმმართველობა
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები თელავის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში გაიმართა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ მეტრეველმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრები ნასამხრალში, შალაურსა და კურდღელაურში გამართა.
ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, ნასამხრალში მოსახლეობამ პრიორიტეტულ საკითხებად ღია სივრცის ტრენაჟორებისა და მგზავრთა მოსაცდელების მოწყობა დაასახელა.
შალაურში პრიორიტეტილ საკითხებად ახალი გარე განათების ქსელის და საბავშვო სკვერის მოწყობა დასახელდა.
კურდღელაურში კი ადგილობრივებმა სპორტული მინი მოედნის მიმდებარედ, ასევე კულტურის სახლის მიმდებარედ სკვერების მოწყობა მოითხოვეს.