გურჯაანითვითმმართველობა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პირველ დღეს შეხვედრები სოფელ კახიფარის, ვაჩნაძიანისა და კალაურის მოსახლეობასთან შედგა. რომელსაც არსებული ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი, თანამშრომლებთან ერთად დაესწრო.
როგორც ადგილობრივი მერია განმარტავს, მოსახლეობამ პრიორიტეტულ საკითხებად სპორტული მოედნების, მოსაცდელის და საბავშვო გასართობი სივრცის მოწყობა დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში 520 000 ლარი დაიხარჯება.