ახმეტათვითმმართველობა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ახმეტაში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობასთან შეხვედრები დღეიდან დაიწყო.

როგორც ადგილობრივი მერია აცხადებს,  შეხვედრები აწყურში და ზემო ხოდაშენშგაიმართა.

” საკონსულტაციო შეხვედრებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური, მერის მოადგილე ვანო ნასყიდაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ადგილობრივებმა საპროექტო წინადადებები წარმოადგინეს და შემდეგი პრიორიტეტებიც შეარჩიეს.
სოფ.აწყური- სანიავღვრე არხების მოწყობა;
სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაცია;
შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია;
სოფ.ზემო ხოდაშენი-სასმელი წყლის შიდა ქსელის და სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია.
მოსახლეობასთან კონსულტაციები ყველა სოფელში გაიმართება”,- განმარტავენ ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close