მთავარი ამბებისაზოგადოება

გიორგი ალადაშვილის ხელმძღვანელობით მუნიციპალიტეტების მერებთან მორიგი სამუშო შეხვედრა გაიმართა

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტების მიხედვით 2022 წელს შესრულებული სამუშაო შეაჯამეს და 2023 წელს განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.

პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა – რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი იწყება, თათბირზე ყურადღება გამახვილდა ამ მიმართულებით, კახეთის რეგიონში პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის საკითხზე.

ცნობისთვის, მერებთან გამართულ სამუშაო შეხვედრას კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ესწრებოდნენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close