რჩევები

დღეში რამდენი მანდარინია საშიში ჯანმრთელობისთვის

დღეში რამდენი მანდარინია საშიში ჯანმრთელობისთვის

უსაფრთხოა ხუთი-ექვსი ცალი მანდარინი დღეში.

მიზანშეწონილია მათი განაწილება მთელი დღის განმავლობაში და მირთმევა ულუფებად და არა ერთდროულად. ასევე, რაც უფრო ტკბილია ხილი, მით მეტ შაქარს შეიცავს და მით უფრო მაღალია გლიკემიური ინდექსი, რაც ნიშნავს, რომ ულუფა ნაკლები უნდა იყოს.

მანდარინი შეიცავს უამრავ გლუკოზას, რომელიც ასტიმულირებს ინსულინის გამომუშავებას, ასე რომ, თუ ერთდროულად მიირთმევთ ძალიან ბევრ ხილს, წარმოებული ინსულინი ხელს შეუშლის ცხიმების დაშლას, რაც ხელს შეუწყობს წონის მატებას.

მჟავე მანდარინი არ არის რეკომენდებული საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. ეს დაავადებებია: გასტრიტი, კოლიტი, პეპტიკური წყლული, ასევე პანკრეასი და ნაღვლის ბუშტის პრობლემები, ზედმეტი მანდარინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციაც.

ასევე, პედიატრები არ ურჩევენ მანდარინის მიცემას ერთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. მანდარინი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში დუღილის პროცესებს ასტიმულირებს და პროვოცირებს შებერილობის განვითარებას.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close