ახმეტათვითმმართველობა

კულტურულ -საგანმანათლებლო სივრცე „ფოლკლორის სახლი“ სოფელ ზემო ალვანში

ა(ა) იპ თუშურ ბრენდსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაშორის 18.10.2022 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, მერიის მხარდაჭერით, ახმეტის მუნციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში, ასოციაცია ელკანას კოოპერატივი ნერგების ქალთა საწარმოს სივრცეში, რიგით მესამე არაფორმალური კულტურულ -საგანმანათლებლო სივრცე „ფოლკლორის სახლი“ დაფუძნდება.

არსებული ინფორმაციით, სივრცის და პროექტის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს წოვა თუშური ენის, ტრადიციული მრავალხმიანობის და საეკლესიო გალობის განვითარებას ადგილობრივი ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობით.

შეგახსენებთ რომ თუშური ბრენდის საარქივო ბაზაზე,
სოფელ ქვემო ალვანში, 2015 წელს დაფუძნდა პირველი არაფორმალური, კულტურულ საგანმანათლებლო სივრცე „ფოლკლორის სახლი“ 2017 წლიდან კი დაემატა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში რიგით მეორე სივრცე.

ფოლკლორის სახლი ფუნქციონირებს თანადაფინანსებასა და დონორების ხელშეწყობით.

ცნობისთვის, ფოლკლორის სახლის მხარდამჭერები წლების მიხედვით არიან-

2015-2016 – თთუშეთის განვითარების ფონდი / Tusheti Development FundVVazha KhachidzeTTornike KhachidzeGia Alxanaidze
2017-2018- AAqtushetiiVVazha KhachidzeTTornike Khachidze2021- DDanieli Winery • დანიელის მეღვინეობაVVazha KhachidzeTTornike KhachidzeAAnn Imedashvili

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close