ახმეტათვითმმართველობა

ახმეტაში მუნიციპალური სპორტული შეჯიბრი ,,მხიარული სტარტები“ გაიმართა

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის, ზურაბ ფილაშვილის ინიციატივით და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით ახმეტაში ფარნაოზ ჩიკვილაძის სახელობის ძიუდოს დარბაზში მუნიციპალური სპორტული შეჯიბრი ,,მხიარული სტარტები“ გაიმართა.

ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, შეჯიბრში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლა იღებდა, მათივე ცნობით, პირველ ადგილზე გასულ გუნდს თასი, სიგელები და მედლები გადაეცათ, ხოლო სხვა გამარჯვებულ გუნდებს სიგელები და მედლები.

” სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს სხვადასხვა სახის სპორტული დაბრკოლებების გადალახვაში ეჯიბრებოდნენ, სადაც გამარჯვებისათვის თავი არ დაზოგეს და კარგი სპორტული მზაობაც გამოავლინეს.

სკოლებს შორის გამარჯვებული გუნდი გახდა და მიმდინარე წელს ჩატარებულ ,,მხიარულ სტარტებში“ უკვე მეორედ პირველი ადგილი დაიკავა ქ.ახმეტის N2 საჯარო სკოლამ;

მეორე ადგილი დაიკავა ზემო ალვნის N2 საჯარო სკოლამ;

მესამე ადგილი დაიკავა ქ.ახმეტის N3 საჯარო სკოლამ;

ღონისძიება გაფორმებული იყო სხვადასხვა სახის მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით.

პირველ ადგილზე გასულ გუნდს თასი, სიგელები და მედლები გადაეცათ, ხოლო სხვა გამარჯვებულ გუნდებს სიგელები და მედლები.

ღონისძიებაზე ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ზურაბ ფილაშვილმა მადლობის სიგელი გადასცა კომპლექსური სასპორტო სკოლის დირექტორის მოადგილეს თამაზ ხინჩლაშვილს მუნიციპალური სპორტის განვითარებისთვის შეტანილი წვლილისთვის”,- განმარტავენ ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close