რჩევები

ელემენტი მანგანუმი – იცით, რას იწვევს მისი დეფიციტი?

ელემენტი მანგანუმი - იცით, რას იწვევს მისი დეფიციტი?

მანგანუმი ადამიანის ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ელემეტია.

ადამიანის ორგანიზმსთვის მანგანუმის მცირე რაოდენობაც კი საკმარისია. თუმცა, ჩვენს ორგანიზმს ამ ელემენტის წარმოქმნა არ შეუძლია, ამიტომ ის რეგულარულად უნდა მივიღოთ საკვებიდან.

მანგანუმს უამრავი ფუნქცია გააჩნია:

ააქტიურებს ფერმენტებს, რომლებსაც ანტიოქსიდანტური თვისებები გააჩნიათ – იცავენ უჯრედებს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან;

მონაწილეობს შემაერთებელი ქსოვილის, მათ შორის – ძვლისა დახრტილის წარმოქმნაში;

შარდოვანას წარმოქმნაში;

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის წარმოებაში;

სასქესო ჰორმონების წარმოებაში;

მელანინის და დოფამინის წარმოებაში;

გლუკოზის წარმოებაში;

სისხლის შედედებაში;

ამარაგებს უჯრედებს ენერგიით

მანგანუმის ძირითადი წყარო მცენარეული საკვებია:

ხორბალი, ჭვავი, შვრია,ბრინჯი;

ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბადრიჯანი, ისპანახი;

ბარდა, ლობიო, სოია;

სელის თესლი;

თხილეული;

მოცვი

მანგანუმის დეფიციტის ნიშნები:

სისხლის შედედების დარღვევა;

თმის დეპიგმენტაცია;

ძვლისა და ხრტილის სტრუქტურის დარღვევა;

ზრდის შეფერხება;

კუნთოვან უჯრედებში ნერვული სიგნალების გადაცემის დარღვევა;

დაღლილობა;

შფოთვა;

ფსიქიკური დარღვევები

არსებობს ნივთიერებები, რომლებიც მანგანუმის შეწოვას უწყობს ხელს: თუთია, ციტრატები, ამინომჟავა ჰისტიდინი(მწვანე ლობიო).

მანგანუმი შეწოვის ხელისშემშლელი ფაქტორები შესაძლოა იყოს კალციუმის, სპილენძის, ოქსალატების დიდი დოზები. ამიტომ, სასურველი არ არის მანგანუმის ამ ნივთიერებებთან ერთდროული მიღება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close