გურჯაანითვითმმართველობა

ზურაბ უტიაშვილმა გურჯაანში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა

0

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, ზურაბ უტიაშვილმა გურჯაანში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.

ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ქალაქ გურჯაანში, საცხოვრებელი კორპუსების ეზოების მოასფალტების სამუშაოები, მათივე ცნობით, ნაწილის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია.

” მიმდინარეობს სოფელ ძირკოკისა და ჭანდრის დამაკავშირებელი 568 მეტრიანი გზის რეაბილიტაცია, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით 479 000 ლარი იხარჯება.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის, 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 12 128 900 ლარია გამოყოფილი”,- განმარტავენ ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close