თვითმმართველობამთავარი ამბებიყვარელი

ყვარელში ბავშვთა  რეაბილიტაცია-აბილიტაციის მულტიდისციპლინური მომსახურების ცენტრი ამოქმედდა

0

ქალაქ ყვარელში, ბავშვთა  რეაბილიტაცია-აბილიტაციის მულტიდისციპლინური მომსახურების ცენტრი ამოქმედდა.

არსებული ინფორმაციით, ცენტრის მიზანია- ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 0-18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური განვითარების ხელშეწყობა, ფიზიკური და ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზება, შშმ პირთა ოჯახების გაძლიერება და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობა.

აღსანიშნავია, რომ ცენტრი ამჟამად, შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საჭიროებების მქონე 40-ზე მეტ ბავშვს ემსახურება.

პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით, ასოციაცია ,,ანიკას“ და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა.

პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ აღებულ ვალდებულებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ადამიანური უფლებებისა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციას წარმატებით ეხმიანება.

ცნობისთვის, ცენტრის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და ევროკავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close