თელავითვითმმართველობა

თელავში საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჩოგბურთის კორტების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

0

თელავში საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჩოგბურთის კორტების სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია, სტანდარტების შესაბამისი თიხის ტიპის საფარის მქონე და ჰარდის ტიპის საფარის მქონე კორტების მოწყობა, ასევე ჰარდის ტიპის ჩოგბურთის მოედნის გადახურვა.

ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაცია ჩოგბურთის სავარჯიშო კედელს ჩაუტარდება, დამონტაჟდება ტრიბუნები მაყურებლისათვის, მოეწყობა გარე განათების თანამედროვე სისტემა, ასევე სავალ ბილიკებზე ბეტონის ფილები.

” სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება არსებულ შენობასაც. მოეწყობა სივრცე ადმინისტრაციის განსათავსებლად, ასევე კაფე ბარი და სანიტარული კვანძი.

შენობაში მოეწყობა ახალი გათბობა-გაგრილების სისტემა, გარე სივრცეში კი ახალი სადრენაჟე და წყალ-კანალიზაციის სისტემები.

პროექტი
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება”,- აღნიშნავენ ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close