რჩევები

საკვები პროდუქტები, რომლებიც ტვინის ფუნქციებსა და მეხსიერებას აუმჯობესებს

საკვები პროდუქტები, რომლებიც ტვინის ფუნქციებსა და მეხსიერებას აუმჯობესებს

სწორი და დაბალანსებილი კვება აუცილებელია ტვინის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად. სწორედ საკვებიდან ხდება იმ მნიშვნელოვანი ელემენტების შეთვისება, რომლებიც სასიცოცხლოდ აუცილებელია ტვინის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და მისი ფუნქციების გასაუმჯობესებლად.

პროდუქტები, რომლებიც აუცილებელია ტვინისა და მეხსიერებისთვის:

შავი შოკოლადი – შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ასევე მაგნიუმს, რომელიც აუმჯობესებს ნეირონებს შორს იმპულსების გადაცემის პროცესს;

კვერცხი – კვერცხის გული შეცავს ქოლინს, რომელიც მონაწილეობს ნეირომედიატორ აცეტილქოლინის წარმოქმნაში. მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით. B ჯგუფის ვიტამინები კი აუმჯობესებს ტვინის ფუნქციებს (მაგალითად, ვიტამინ B12-ის ნაკლებობა პირდაპირ აისახება მეხსიერების დაქვეითებაზე);

მოცვი – იცავს ნეირონებს დაზიანებისგან;

თევზი (ორაგული) – შეიცავს ცხიმოვან მჟავებს. ისინი აუმჯობესებენ ტვინის კოგნიტურ ფუნქციებს;

გოგრის თესლი – მის შემადგენლობაში შედის ელემენტები: თუთია,მაგნიუმი, სპილენძი, რკინა. ისინი იცავენ ტვინს დაზიანებისგან, აუმჯობესებენ მეხსიერებასა და ნერვული იმპულსების გადაცემის პროცესს;

თხილი – მდიდარია E ვიტამინით, რომელიც ძლიერი ანტიოქსიდანტია და იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისაგან;

ბროკოლი – შეიცავს K ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს მიელინის გარსის წარმოქმნას

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close