
ცნობილი კომპოზიტორის, დირიჟორისა და ლოტბარის, გივი მუნჯიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა
თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის წინ.
როგორც ადგილობრივი მერია აღნიშნავს, ვარსკვლავის გახსნის ცერემონიამდე თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე ქალთა კამერული გუნდის „კახეთის ჰანგების“, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელისა და ანსამბლ “რუსთავის” მონაწილეობით კონცერტი გაიმართა, მათივე ცნობით, ღონისძიებაზე გაჟღერდა გივი მუნჯიშვილის და სხვა ცნობილი კომპოზიტორების შემოქმედებიდან კარგად ნაცნობი და ასევე სრულიად ახალი კომპოზიციები.
ცნობისთვის, ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო.