რჩევები

რა დაზიანებები შეიძლება გამოიწვიოს ჩვილის ძალისმიერმა რწევამ

რა დაზიანებები შეიძლება გამოიწვიოს ჩვილის ძალისმიერმა რწევამ

ჩვილის ძალისმიერი რწევა, იგივე, შენჯღრეული ჩვილის სინდრომი პირველად 1946 წელს კაფიმ აღწერა და ყოველწლიურად 50 000 ბავშვს აღენიშნება. ამის მიზეზი კი ჩვილის ძალისმიერი რწევაა.

ჩვილს სუსტი კისრის კუნთები და დიდი, მძიმე თავი აქვს. ნჯღრევა თავის ქალის შიგნით სათუთი ტვინის წინ და უკან რხევას იწვევს, რასაც შესაძლოა მოჰყვეს დალურჯება, შეშუპება სისხლდენა, ტვინის პერმანენტული, სერიოზული დაზიანება ან სულაც სიკვდილი.

შენჯღრეული ჩვილის სინდრომისთვის დამახასიათებელი დაზიანებებია:

ტვინში სისხლჩაქცევა;

ბადურის ჰემორაგია(სისხლჩაქცევა);

ზურგის ტვინის და კისრის ტრავმა;

ნეკნებისა და სხვა ძვლების მოტეხილობები;

ეს დაზიანებები შეიძლება აშკარა არ იყოს.

ამ დროს ჩვილებს აღენიშნებათ:

გაღიზიანებადობა;

აპათია;

უმადობა;

სუნთქვის პრობლემები;

კრუნჩხვები;

ღებინება;

სიფერმკრთალე ან მოცისფრო შეფერილობა.

ძალისმიერი რწევით გამოწვეული გართულებები შესაძლოა გამოვლინდეს მოგვიანებით, კოგნიტური და სენსორული(სიყრუე, სიბრმავე) დარღვევებით.

დარწევისას ჩვილები ძირითადად ტანით უჭირავთ, რაც ვენური სისხლის უკან დაბრუნებას აფერხებს და სისხლი დიდ სისხლძარღვებში, განსაკუთრებით თავის არეში გროვდება. რწევითი მოძრაობა თავის დიდ სისხლძარღვებს აზიანებს, ამას თან ერთვის ვენური სტაზით გამოწვეული სისხლის გაზრდილი მოცულობა და შედეგად ვიღებთ სისხლძარღვების სერიოზულ დაზიანებას.

შენჯღრეული ჩვილის სინდრომი ხშირად უყურადღებოდაა დატოვებული, რადგან მას ბევრი გარეგნული სიმპტომი არ ახასიათებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close