მსოფლიო

The Economist – ფინანსური ტექნოლოგიების ბაზარი კატასტროფის წინაშეა

The Economist - ფინანსური ტექნოლოგიების ბაზარი კატასტროფის წინაშეა

ფინანსური ტექნოლოგიების (ფინტექის) დაფინანსება ჩამოიშალა. საერთო გარიგებების ღირებულება 2021 წლის 32 მილიონიდან წელს 20 მლნ დოლარამდე დაეცა, რის მიზეზადაც საპროცენტო განაკვეთების გაზრდით შეშინებული მყიდველების მიერ „საფულეების გამკაცრება“ სახელდება. ამის შესახებ Sibos-ის (SWIFT International Banking Operations Seminar) ყოველწლიური კონფერენციის ბოლო ანგარიშში წერია, რასაც The Economist ავრცელებს.

ანგარიშის მიხედვით, ივლისიდან სექტემბრამდე სულ რაღაც ექვსმა კომპანიამ მიაღწია Unicorn-ის პოზიციას, რაც სტარტაპ კომპანიის საბაზრო ღირებულების მილიარდ დოლარზე მეტ ოდენობამდე გაზრდას გულისხმობს, მაშინ, როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ასეთი კომპანიების რაოდენობა 48-ს შეადგენდა.

შემცირდა აქციების პირველადი განთავსებაც (IPO). თუ 2021 წლის ბოლო კვარტალში 27 IPO განხორციელდა, წლევანდელ წინა კვარტალში მხოლოდ ორი IPO გაიმართა. ამასთან, The Economist-ის მონაცემებით, თანამშრომლები ფინტექ კომპანიებს ტოვებენ და სამუშაოდ სხვაგან გადადიან. ნიჭიერი ახალგაზრდები საკონსულტაციო კომპანიებსა და ბანკებში გარბიან. აპრილიდან მოყოლებული ფინტექ კომპანიებმა 7300 თანამშრომელი გაათავისუფლეს.

საჯარო ვაჭრობაზე ათმა უმსხვილესმა ფინტექ კომპანიამ დღემდე 850 მლრდ დოლარი დაკარგა. მაგალითად, ისეთი გიგანტის აქციები, როგორიც არის Klarna, რომელიც buy-now-pay-later-სერვისის კრედიტორია, 80%-ით გაუფასურდა.

„ფინტექები განსაკუთრებით მგრძნობიარედ გამოიყურებიან რეცესიის საფრთხის წინაშე. კრედიტორები, რომლებიც იყენებდნენ იაფ დაფინანსებას ონლაინ იპოთეკისა და buy-now-pay-later-სერვისის შესათავაზებლად, მერყევი ფასებისა და მზარდი დეფოლტის წინაშე აღმოჩნდნენ. ნეობანკებს, რომლებიც დამოკიდებული არიან ტრანზაქციის გადასახადებზე, შემოსავლები აღარ ჰყოფნით. ბიზნესი, რომელიც კრიპტო ბირჟებიდან დაწყებული, ონლაინ ბროკერებით დამთავრებული, საცალო ინვესტიციების ზრდას ეფუძნებოდა, სირთულეებს წააწყდა, რადგან მას ყიდვა-გაყიდვის მოცულობის კოლაფსი დაუდგა,“ – წერს The Economist.

გამოცემის მიხედვით, სულ სამი სახის ფინტექ კომპანია გამოიყურება საუკეთესოდ ვენჩურული კაპიტალის მისაზიდად. პირველ რიგში არიან კორპორაციები, რომლებიც ამცირებენ არაეფექტურობას. შემდეგი არის კომპანიები, რომლებიც ქმნიან შემოსავლის ახალ შტამებს მისი მყიდველებისთვის, რაც, მაგალითად, ტურისტულ სააგენტოებს შეახსენებს, რომ ხელი უნდა შეუწყონ მათი კლიენტების სადაზღვევო ხარჯების დაფარვას. ბოლო ჯგუფი მოიცავს ე.წ. ფულად სანტექნიკოსებს, ანუ კომპანიებს, რომლებიც სთავაზობენ ცოდნას, მუშაობენ კრიპტოვალუტის განხრით ან ბანკებს სანქციების მორგებაში ეხმარება.

ამათგან, The Economist მხოლოდ რამდენიმე იღბლიან სტარტაპს ასახელებს, როგორიც არის GoCardless, რომელიც ბანკიდან ბანკში თანხების რეგულარულ გადრიცხვას აიოლებს და Clearbank, რომელიც ღრუბლოვანი ფონდების პროგრამულ უზრუნველყოფას ეწევა.

„ისინი მართავენ ინფრასტრუქტურას, რომელიც ფულადი სახსრების მომტანია იმ დროს, როცა დომინირებული „ლიანდაგი“ ძვირია, ანუ როცა, მაგალითად, საკრედიტო ბარათზე საკომისიო 3%-მდე გაიზარდა,“ – წერს The Economist.

Sibos-ის სამდღიანი კონფერენცია ამსტერდამში ჩატარდა და მას 10 000 დელეგატი ესწრებოდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close