დღის ამბები

გენეტიკურად დადასტურდა, რომ ალკოჰოლი ზრდის კიბოს განვითარების რისკს

გენეტიკურად დადასტურდა, რომ ალკოჰოლი ზრდის კიბოს განვითარების რისკს

პეკინში, დიდი ბრიტანეთისა და ჩინეთის მეცნიერების მიერ ჩატარებული 11-წლიანი კვლევის შედეგად დადგინდა,

რომ ალკოჰოლის მოხმარება უკავშირდება კიბოს განვითარების მომატებულ რისკს. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა International Journal of Cancer-ში.

ჩინელებსა და აღმოსავლეთ აზიის სხვა ხალხებში ორი გავრცელებული გენეტიკური ვარიანტი (ალელი) აქვეითებს ალკოჰოლის ამტანობას და მჭიდროდ უკავშირდება მის დაბალ მოხმარებას უსიამოვნო გვერდითი ეფექტების გამო. ეს მუტაციები არღვევენ ფერმენტების ფუნქციონირებას, რომლებიც მონაწილეობენ ალკოჰოლის გაუვნებელყოფაში და იწვევენ სისხლში ტოქსიკური ნაერთის აცეტალდეჰიდის (I ჯგუფის კანცეროგენი) დაგროვებას. ორივე მუტაცია იშვიათად გვხვდება ევროპელებში.

აღნიშნული მუტაციები მოქმედებს მარტო ალკოჰოლის მოხმარებაზე, მაგრამ არ ეხება რისკის სხვა ფაქტორს, მაგალითად მოწევას. ამიტომ ამ მუტაციის მქონე და არმქონე ადამიანების ჯგუფების შედარებით (კიბოთი დაავადების სიხშირის თვალსაზრისით), შეიძლება დადგინდეს, რამდენად აქვს ალკოჰოლს კანცეროგენული ეფექტი.

China Kadoorie Biobank კვლევაში ავტორებმა გამოიყენეს დაახლოებით 150 ათასი ადამიანის დნმ-ის ნიმუში. მონაწილეთა ბედს აკვირდებოდნენ 11 წლის განმავლობაში. მონაწილეთ მამაკაცთა მესამედი რეგულარულად იღებდა ალკოჰოლს.

დაკვირვების პერიოდში დაახლოებით 4500 მამაკაცს (7,4%) განუვითარდა კიბო. მამაკაცები, რომლებიც ვერ იტანდნენ ალკოჰოლს (ალელების ორი ასლის მტარებლები), ღებულობდნენ ძალიან მცირე რაოდენობით ალკოჰოლს და 14%-ით უფრო დაბალი იყო მათთან ნებისმიერი სახის კიბოს და 31%-ით დაბალი იყო ალკოჰოლთან დაკავშირებული კიბოს (თავისა და კისრის, საყლაპავის, მსხვილი, სწორი ნაწილავის და ღვიძლის კიბო) განვითარების რიკსი.

მამაკაცებში, რომლებიც რეგულარულად სვამდნენ, უფრო მეტი იყო თავის, კისრისა და საყლაპავის კიბოს განვითარების რისკი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close