ეკონომიკა

საქართველოში ხორბლის იმპორტი ძველ მაჩვენებელს უბრუნდება – რამდენმა წისქვილმა განაახლა მუშაობა

საქართველოში ხორბლის იმპორტი ძველ მაჩვენებელს უბრუნდება - რამდენმა წისქვილმა განაახლა მუშაობა

ფასების დასტაბილურებამ, რუსეთში ხორბლის დიდმა მოსავალმა და საბაჟო გადასახადის დაწევამ, საქართველოში წისქვილების ამოქმედების შესაძლებლობა გააჩინა.

ხორბილისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან სილაგავა ამბობს, რომ სხვადასხვა სიმძლავრით, თუმცა დღეს თითქმის ყველა დიდი წისქვილი მუშაობს.

„ჩვენთვის დღეს სიტუაცია შედარებით უკეთესია. გამომდინარე, მსოფლიო ბაზრებზე მარცვლეულის ფასების კლების ტენდენციიდან და რუსეთის კარგი მოსავლიდან. ასევე, მცურავი ბაჟიც საკმაოდ დაწეულია, ამან ხორბალთან ერთად, ფქვილზე ფასის კლებაც გამოიწვია. შედეგად, საქართველოში წისქვილკომბინატებს ამუშავების საშუალება მიეცათ. 2 თვეა ბაზარზე გარკვეული სტაბილიზაციაა და მარაგები ხორბლად უკვე არსებობს. აგვისტოში შემოვიდა 30 000 ტონა, სექტემბერში კი, ჩემი ინფორმაციით, 60 000 ტონა, რაც სტაბილურ მდგომარეობაში როცა შემოგვქონდა, ის მაჩვენებელია. როცა წისქვილებისთვის და ქვეყნისთვისაც სტაბილური დრო იყო, თვეში 60-70 ათასი ტონა იყო სტაბილური შემოტანა და ამ მიჯნაზე ჩვენ ფაქტობრივად, გავედით.

ახლა საქართველოში თითქმის ყველა დიდი წისქვილკომბინატი ამუშავებულია. ჩვენი კრიტერიუმებით დაახლოებით 10 წისქვილი ითვლება დიდად. სხვადასხვა სიმძლარით, მაგრამ ყველა მუშაობს. ამან სტაბილიზაციის ეფექტი შექმნა. გაიაფდა ფქვილი. მეპურეებიც ამბობენ, რომ მათაც გააიაფეს პური“, – განაცხადა სილაგავამ.

აღსანიშნავია, რომ რუსული სამხედრო ძალების მიერ კიევზე იერიშის მიტანისა და ომის გამწვავების ფონზე, საერთაშორისო ბირჟაზე ხორბლის ფასი მყისიერად გაიზარდა. ბირჟის გახსნიდან რამდენიმე საათში ხორბლის ფასი თითქმის 4.5%-ით გაიზარდა და ბუშელის ღირებულებამ 9,920 დოლარი შეადგინა, რაც ივნისის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი ნიშნული იყო. ახლა ბაზარზე ფასები კვლავ მცირდება და დღეს ერთი ბუშელი 8,930 დოლარი ღირს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close