თვითმმართველობალაგოდეხი

სოფელ ჭიაურში ახალი საბავშო ბაღი შენდება

0

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭიაურში, ახალი საბავშო ბაღი შენდება. არსებული ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები, ჯონდო მდივნიშვილმა ადგილზე დაათვალიერა.

მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, 75 ბავშვზე გათვლილი სააღმზრდელო დაწესებულება თანამედროვე სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებს, მისივე თქმით, ბაღის მშენებლობასთან ერთად, მოპირკეთდება ეზო, მოეწყობა გასართობი საბავშვო ატრაქციონი.

ცნობისთვის, პროექტი, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3475857 ლარს შეადგენს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close