რჩევები

რომელი სპორტის სახეობაა განტვირთვის საუკეთესო საშუალება? – 7 მიზეზი

რომელი სპორტის სახეობაა განტვირთვის საუკეთესო საშუალება? - 7 მიზეზი

მაშინ, როდესაც სტრესი ცხოვრების ყოველდღიური და თანამდევი ნაწილია, ადამიანები განტვირთვის მუდამ ახალ გზებს ეძებენ. დაძაბულმა სამუშაო გარემომ და რუტინულმა ყოფამ შესაძლოა ქრონიკული სტრესიც გამოიწვიოს.

ამიტომ მნიშვნელოვანია, განტვირთვა და ისეთი აქტივობებით დაკავება, რომელიც ცხოვრებას საინტერესოს და სასიამოვნოს გახდის.

იცოდით, რომ სროლა სპორტის ის სახეობაა, რომელსაც ჯანმრთელობისთვის არა ერთი სარგებლობის მოტანა შეუძლია?

გიზიარებთ, რამდენიმე უპირატესობას, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ სროლით აქტიურად დაკავების შემთხვევაში.

თავდაჯერებულობა

თავდაჯერებულობა ის თვისებაა, რომლის გაუმჯობესებაზეც ადამიანები ცხოვრების ყველა ეტაპზე მუდმივად ცდილობენ. შეიძლება ითქვას, რომ თავდაჯერებულობა წარმატებული ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ მაღალი თვითშეფასება დადებითად მოქმედებს პირად ურთიერთობებზე, სამუშაოზე – ამასთან თითოეულ მათგანს წარუმატებლობის შემთხვევაში სტრესის გამოწვევა შეუძლია.

სროლაში ვარჯიში, მიზნების ზუსტად განსაზღვრა არ აქვს მნიშვნელობა თავდაცვის მიზნით ვარჯიშობ თუ უბრალოდ განსატვირთად, ამაღლებს თავდაჯერებულობას და ზრდის თვითშეფასებას.

ფიზიკური და გონებრივი დისციპლინა

გაგიკვირდებათ მაგრამ, სროლა გონებრივი სპორტია. სწორედ ასე მიიჩნევს გამოცდილი მსროლებების 90%. სპორტის ამ სახეობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს: კონცენტრაცია, დაკვირვება, მობილიზება. რეგულარული ვარჯიში კი ამ უნარების გაღრმავებას და დისციპლინას უწყობს ხელს.

სპორტის ამ სახეობას შეუძლია ფიზიკური დისციპლინის შექმნა, რომელიც ჯანსაღთან ერთად სასიამოვნოც არის. ძალა, გამძლეობა, ხელის და თვალის კოორდინაცია ის უნარებია, რომელსაც მსროლელი ვარჯიშის დროს გამოიმუშავებს.

კონცენტრაცია

ფოკუსირდე ერთ კონკრეტულ საკითხზე, მიზანზე, ორიენტირდე შედეგზე ცხოვრების სტრესული რიტმიდან გამომდინარე ხშირად ძალიან რთულია. ნელ სტატიკურ ან შორ მანძილზე სროლას გონებრივი სისხარტის განვითარება და კონცენტრაციის გაუმჯობესება შეუძლია.

ადრენალინი

ადრენალინი სტრესის ჰორმონია. მისი გამომუშავების დროს მნიშვნელოვნად ქვეითდება ტკივილის შეგრძნება. ამ ჰორმონის ფონზე ძლიერი ტრავმის დროსაც კი ადამიანმა შესაძლოა ვერაფერი იგრძნოს. სტრესულ გარემოში სწორედ ეს ჰორმონი ასტიმულირებს ნერვულ სისტემას.

გეჭიროს იარაღი, რომლიდანაც სროლა შეგიძლია ეს მართლაც ამაღელვებელია! ამ დროს თქვენს ორგანიზმში ადრენალინი იზრდება, სხეულში კი ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ.

მხედველობა

სროლაში ვარჯიში დაგეხმარებათ არა მხოლოდ იპოვოთ რომელია თქვენი დომინანტური თვალი და გახდეთ უფრო გამოცდილი მსროლელი, არამედ ეს დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ხელისა და თვალის კოორდინირებული მუშაობა.

ბალანსი

სხეულის ბალანსი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. სროლის პოზიციაზე უმოძრაოდ ყოფნა, სამიზნის განსაზღვრა წონასწორობის შენარჩუნებაში და ბალანსის პოვნაში დაგეხმარებათ.

განტვირთვა & გართობა

ჩვეულებრისამებრ ადამიანები დროის უმეტეს ნაწილს სამსახურში ატარებენ, რის გამოც სულ უფრო ნაკრები დრო რჩებათ გართობისთვის. განტვირთვა ჯანსაღი ფსიქიკური მდგომარეობის შესანარჩუნებლად აუცილებელია. ამიტომ, რაც არ უნდა დატვირთული და მძიმე გრაფიკი გქონდეთ მნიშვნელოვანია ჰარმონიის პოვნა მარტო ან მეგობრების გარემოცვასთან ერთად.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close