თელავითვითმმართველობა

ალაზნის გამზირზე წყლის კომუნიკაციების რეაბილიტაციის პროცესი დასრულდა

0

თელავში, ალაზნის გამზირზე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ცენტრალურ მაგისტრალზე წყლის კომუნიკაციების რეაბილიტაციის პროცესი დაასრულა.

არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ბეტონის დაზიანებული საფარის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, რის შემდეგაც გზის მოასფალტება დაიწყება.

” ჯამში, ასფალტის საფარი დაიგება 2.5 კმ სიგრძის გზაზე. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ალაზნის გამზირის გზის საფარის და ტროტუარების სრული რეაბილიტაცია, გამყოფი ზოლის მოწესრიგება და გამწვანების სამუშაოების განხორციელება.

მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გაჩერებების მოწყობა.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ენ-დი როუდი,, ასრულებს.
ალაზნის გამზირის რეაბილიტაციაზე 2 577 752 ლარი დაიხარჯება.

პროექტი ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.

შეგახსენებთ, რომ ალაზნის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შეუფერხებლად ჩატარებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მიმდინარე წლის 22 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით მოხდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შეზღუდვა ალაზნის გამზირის მარჯვენა ( ჩამსვლელი ) ზოლზე, ხოლო 3 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით კი ალაზნის გამზირის მარცხენა ( ამომსვლელი ) ზოლზე.

თელავის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close