თვითმმართველობალაგოდეხი

„მდინარე ლაგოდეხის ხევზე“ 1700 გრძივ მეტრამდე მონაკვეთზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს

0

„მდინარე ლაგოდეხის ხევზე“-  1700 გრძივ მეტრამდე მონაკვეთზე, ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს- ინფორმაციას ადგილობრივი მერია ავრცელებს, მათი თქმით, პროექტი- გაეროს განვითარების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხარდაჭერით ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.

ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, მდინარე ლაგოდეხის ხევის კალაპოტის გაწმენდასთან ერთად, დაზიანებული დამცავი ნაპირსამაგრი ნაგებობა განახლდება, სამუშაოები, სტიქიის პრევენციის მიზნით ხორციელდება და მთის მდინარის ადიდების შემთხვევაში ადგილობრივებს საშიშროებისაგან დაიცავს.

ცნობისთვის, პროექტი გაეროს განვითარების საგრანტო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება 1 199 998 ლარს შეადგენს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close