ახმეტათვითმმართველობა

სოფელ კასრისწყალის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა სასწავლო პროცესი სრულად რეაბილიტირებულ საბავშო ბაღში დაიწყეს

0

ახალ სასაწავლო წელი, სოფელ კასრისწყალის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა, სრულად რეაბილიტირებულ საბავშო ბაღში დაიწყეს.

არსებული ინფორმაციით, ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი, მერის პირველმა მოადგილემ ზურაბ ფილაშვილმა, მერის მრჩეველმა ლევან ქინქლაძემ და ა(ა)იპ საბავშო ბაღების ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ონიაშვილმა გახსნეს.

ცნობისთვის, პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვალა შიდა კომუნიკაციები, კარ-ფანჯრები და სახურავი, კაპიტალურად გარემონტდება ჯგუფების ოთახები, სამზარეულო ბლოკი, სველი წერტილები, ასევე დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა. გარდა ამისა, მოხდა ეზოს კეთილმოწყობა და დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close