ლაგოდეხირეგიონი

ლაგოდეხის მერიამ სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში 100 000 ლარის გრანტი მიიღო

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ, „ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროექტის (UNDP), სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 100 000 ლარის ოდენობის გრანტი მიიღო.

არსებული ინფორმაციით, პროექტის მიზანს, მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის გაუმჯობესება, სწორი და ეფექტური მართვა წარმოადგენს.

როგორც ადგილობრივი მერია აღნიშნავს, გრანტის ფარგლებში- მუნიციპალიტეტი პლასტმასის საწნეხ დანადგარს და მეტალის ბადისებრ კონტეინერებს შეიძენს, რისი მეშვეობითაც ნარჩენების მართვა მეტად ეფექტური გახდება.

„იაპონიის საელჩოს გრანტის ხელშეწყობით, უკვე შევიძინეთ ნაგავმზიდი ავტომანქანა და გავზარდეთ ნაგვის ურნების რაოდენობა. გვაქვს სურვილი, ვიყოთ გამორჩეული, სუფთა და საუკეთესო მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტს შემუშავებული აქვს ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმა, შესაძლებლობის ფარგლებში, ვცდილობთ, დავუახლოვდეთ ნარჩენების მართვის მსოფლიო სტანდარტებს. ნარჩენების სეპარირების დანერგვა, ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურების შემცირებას”,- განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

შეგახსენებთ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი „საუკეთესო პრაქტიკათა ეროვნული კონფერენციის“ ფარგლებში, დაჯილდოვდა საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტის სტატუსით. ასევე, მუნიციპალიტეტი დაჯილდოებულია, „სუფთა რეგიონის“ და „სუფთა ქალაქის“ ნომინაციით.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close