თელავითვითმმართველობა

ალაზნის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 22 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობა შეიზღუდება

0

ალაზნის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 22 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობა შეიზღუდება- განცხადებას ამის შესახებ თელავის მერია ავრცელებს, მათი ცნობით, ცვლილება მუნიციპალურ ტრანსპორტსაც შეეხება.

” თელავში, ალაზნის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შეუფერხებლად ჩატარებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მიმდინარე წლის 22 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით მოხდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შეზღუდვა ალაზნის გამზირის მარჯვენა ( ჩამსვლელი ) ზოლზე, ხოლო 3 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით კი ალაზნის გამზირის მარცხენა ( ამომსვლელი ) ზოლზე.

ცვლილება შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტსაც.
#1 ავტობუსი ალაზნის გამზირის მარჯვენა ზოლის ნაცვლად გადაადგილდება კავკასიონის ქუჩაზე. #2 ავტობუსი ალაზნის გამზირის მარჯვენა ზოლის ნაცვლად, გადაადგილდება კავკასიონის ქუჩიდან რაგბის სტადიონამდე, შემდეგ კი სეხნიაშვილის ქუჩის გავლით გადაინაცვლებს ალაზნის გამზირის მარცხენა ზოლში.

თელავის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო”,- აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close