რჩევები

რა გავლენას ახდენს ყავა კბილებზე და როგორ დავიცვათ თავი ყავის ნადებისგან

რა გავლენას ახდენს ყავა კბილებზე და როგორ დავიცვათ თავი ყავის ნადებისგან

თქვე­ნი დღე ჭიქა ბედ­ნი­ე­რე­ბით იწყე­ბა? თუ კი, მა­შინ გა­მო­ნაკ­ლი­სი არ ხართ, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ნაწილი დილას სწორედ ჭიქა ყავით იწყებს. თუმცა თუ გიფიქრიათ, რა გავლენს ახდენს დილის ეს რუტინა თქვენს კბილებზე?

არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ყავა თქვენს ტანსაცმელს ალაქავებს. ჰოდა მაშინ არც ის უნდა იყოს გასაკვირი, რომ ყავა თქვენს კბილებზეც ტოვებს ლაქებსა და ნადებს. ეს ჯადოსნური სითხე შეიცავს ინგრედიენტს სახელად ტანინი. სწორედ ტანინი რჩება კბილზე და აჩენს ნადებს. მას შეიცავს ჩაი და ღვინოც, ამიტომ ამ სამ სასმელთან ბრძოლა თითქმის ანალოგიური მეთოდებით ხდება.

ტანინი ქმნის ფერად ნაერთებს, რომელიც კბილზე ეწებება. ისინი გახეხვის შედეგად კი შორდება, თუმცა კბილზე ყვითელ ლაქას მაინც ტოვებენ. დღის განმავლობაში ერთი ჭიქა ყავის ან ჩაის მიღებაც საკმარისია, რომ კბილებზე ნადები გაჩნდეს.

საინტერესოა, შესაძლებელია თუ არა ყავის და ჩაის ნადებისგან თავის არიდება ყავაზე უარის თქმის გარეშე?

ყავისა და ჩაის ნადებთან ბრძოლა

კბილების გაწმენდა სახლშიც შეგიძლიათ, ამისათვის კბილები საცხობი სოდით თვეში ერთხელ უნდა გამოიხეხოთ.

ჩამოთვლილი პრობლემების თავიდან არიდებას შეძლებთ ასევე, თუ სპეციალურ კბილის პასტას გამოიყენებთ.

ყავის კიდევ ერთი მავნებლობა

როგორც სხვა ნებისმიერ სასმელს, გარდა წყლისა, ყავას შეუძლია პირის ღრუში ბაქტერიები გააჩინოს. ბაქტერიები კი კბილისა და ემალის ეროზიას იწვევენ. საბოლოოდ კბილები თხელი და მგრძნობიარე ხდება. ყავას ასევე შეუძლია გამოიწვიოს უსიამოვნო სუნიც, რადგან ის ეკრობა ენასაც. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გამოიყენოთ სპეციალური, ყავის ნადების საწინააღმდეგო კბილის პასტა და რეგულარულად გაიწმინდოთ ენაც.

ყავისა და ჩაის ნადებისგან თავის დაცვა

ეცადეთ, დღის განმავლობაში 2 ჭიქაზე მეტი ყავა და მუქი ჩაი არ მიირთვათ. ის შეგიძლიათ მწვანე ჩაით ჩაანაცვლოთ. სასურველია, თუ ყავას ნაღებისა და შაქრის გარეშე მიირთმევთ, რადგან ეს ინგრედიენტები ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს. ყავა სწრაფად დალიეთ და ამ პროცესს საათების განმავლობაში ნუ გაწელავთ. ასე ბაქტერიებს მთელი დღის განმავლობაში მუშაობის საშუალებას არ მისცემთ. ყავის დალევის შემდეგ კი აუცილებლად დალიეთ ჭიქა წყალი. ცივი ყავა საწრუპით დალიეთ. ასე უფრო ნაკლები შეხება ექნება კბილებთან. კბილები ყავის დალევიდან 30 წუთის შემდეგ გაიხეხეთ. არ დაგავიწყდეთ ყავა მჟავაა, ნებისმიერი მჟავის მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ კბილების გახეხვა კი ემალის დასუსტებას იწვევს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close