ეკონომიკა

ლუდის მთავარი საიმპორტო ბაზარი გერმანიაა – რა მოცულობის ლუდი შემოვიდა 7 თვეში?

ლუდის მთავარი საიმპორტო ბაზარი გერმანიაა - რა მოცულობის ლუდი შემოვიდა 7 თვეში?

2022 წლის პირველ 7 თვეში, საქართველოდან ლუდის შესაძენად 4.7 მლნ დოლარი გავიდა. შედეგად ქვეყანაში 4 942 ტონა ლუდის იმპორტი განხორციელდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით იმპორტირებული ლუდის ღირებულება 38.1%-ით, ხოლო მოცულობა 20.4%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის ლუდის იმპორტის მონაცემები კი პანდემიამდე არსებულ ამავე პერიოდის მაჩვენებელს ჩამორჩება (2019 წლის 7 თვე – 5.4 მლნ დოლარი, 6 299 ტონა).

სტატისტიკიდან ჩანს, რომ საქართველოში იანვარ-ივლისში ყველაზე მეტი ლუდი გერმანიიდან შევიძინეთ. ანალოგიური მდგომარეობა იყო გასული წლების ამავე პერიოდებშიც. პანდემიამდე წლებში კი ლუდის მთავარი საიმპორტო ბაზარი ნიდერლანდები იყო.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ლუდის TOP-5 საიმპორტო ბაზრის რეიტინგი ასეთია:

1. გერმანია – 1.5 მლნ დოლარი, 1 364 ტონა;
2. თურქეთი – 569 ათასი დოლარი, 796 ტონა;
3. რუსეთი – 564 ათასი დოლარი, 812 ტონა;
4. ჩეხეთი – 521 ათასი დოლარი, 501 ტონა;
5. ესპანეთი – 466 ათასი დოლარი, 446 ტონა;

გარდა ამისა, იანვარ-ივნისში საქართველოში ლუდი ნიდერლანდებიდან, მექსიკიდან, ბელგიიდან, უკრაინიდან, ხოლო მცირე მოცულობებით ბელარუსიდან, ირლანდიიდან, სომხეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ბულგარეთიდან და სხვა ქვეყნებიდანაც შემოვიდა.

ლუდის ექსპორტის მაჩვენებლები იმპორტისგან მკვეთრად განსხვავდება. საქსტატის მონაცემებით, წლის პირველ 7 თვეში ლუდის ექსპორტი 31.8%-ით შემცირდა. შესაბამისად ქვეყანამ ლუდის რეალიზებით მხოლოდ 1.1 მლნ დოლარი შემოსავალი მიიღო და ამ პერიოდში ექსპორტზე 1 395 ტონა ლუდი გაიყიდა.
მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში კი ლუდის ექსპორტი რუსეთში (253 ათასი დოლარი, 288 ტონა), ლატვიაში (212 ათასი დოლარი, 163 ტონა), აზერბაიჯანში (185 ათასი დოლარი, 213 ტონა), პოლონეთში (111 ათასი დოლარი, 119 ტონა), მოლდოვა (110 ათასი დოლარი, 253 ტონა) და სხვა ქვეყნებში განხორციელდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close