ეკონომიკა

„ე.წ No name კომპანიებს ვეღარ შემოაქვს პროდუქტი“ – რატომ განახევრდა ზეთის იმპორტი

„ე.წ No name კომპანიებს ვეღარ შემოაქვს პროდუქტი“ - რატომ განახევრდა ზეთის იმპორტი

წელს 7 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ზეთის იმპორტი განახევრდა. როგორც კომპანია „მზიურის“ („ოლეინას“ იმპორტიორი) სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა დიმიტრი რამიშვილმა  განაცხადა, ე.წ No name კომპანიებს პროდუქტი ვეღარ შემოაქვთ, რადგან რუსეთში პატარა ქარხნები დაიხურა, რაც სტატისტიკაზეც შესაბამისად, აისახა.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, თუ 2021 წლის 7 თვეში ქვეყანამ 20 581 ტონა (30,359 მლნ დოლარის ღირებულების) ზეთი იყიდა, წელს ანალოგიურ პერიოდში იმპორტირებული პროდუქტის მოცულობამ 9 253 ტონა (17,677 მლნ დოლარი) შეადგინა.

წელსაც, შარშანდელის ანალოგიურად საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობით ზეთის იმპორტი რუსეთიდან განხორციელდა, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი, ხუთეულში შედიან უკრაინა, ყაზახეთი და თურქეთი.

„მსხვილი იმპორტიორები, როგორებიც ვართ ჩვენ, ვისაც ცნობადი ბრენდები შემოგვაქვს, დავრჩით და ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას. შესაბამისად, ის მოცულობები, რაც შემოგვქონდა (მცირედი, მეტ-ნაკლებობით), ისევ შემოგვაქვს. რაც შეეხება იმ ნაწილს, რომელიც ბაზარზე იმპორტის დიდი მოცულობას ქმნიდა, ეს არის ე.წ გაუგებარი წარმოშობის, კომპანიები, შედარებით დაბალი ხარისხის ზეთები, ვისაც შემოჰქონდა, სწორედ, მათ მწარმოებლებს და შემომტანებს შეექმნათ პრობლემა. ანუ. ე.წ No name კომპანიებს ვეღარ შემოაქვთ პროდუქტი.

ამის მიზეზია ის, რომ ქარხნები გაჩერდა. ფასმაც იქონია გავლენა, თუმცა, ამაზეც არ არის საუბარი, ფიზიკურად გაჩერდნენ ასეთი პატარა ქარხნები რუსეთში. შესაბამისად, საქართველოშიც ვეღარ შემოდის“,- განაცხადა დიმიტრი რამიშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close