ახმეტათვითმმართველობა

ზემო ხოდაშენი-ალავერდი-ქვემო ალვანის საავტომობილო გზის კმ1-კმ11.7 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

0

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზემო ხოდაშენი-ალავერდი-ქვემო ალვანის საავტომობილო გზის კმ1-კმ11.7 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

სარეაბილიტაციო გზა კახეთის რეგიონში, კერძოდ ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და გაივლის სოფლებს: ზემო ხოდაშენი, ოჟიო, კოღოთო, ალავერდი და ქვემო ალვანი

პროექტით გათვალისწინებულია მიწის ვაკისის მოწყობა, სახიდე გადასასვლელის შეკეთება, რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილების და კიუვეტების მოწყობა; ასევე ეზოში შესასვლელების, ბილიკების, ტროტუარების და საგზაო სამოსის მოწყობა

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 11.8 მლნ. ლარამდეა

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close