დღის ამბები

ქართველები, რომლებიც მე-20 საუკუნის დასაწყისში აშშ-ში მილიონერები გახდნენ

ქართველები, რომლებიც მე-20 საუკუნის დასაწყისში აშშ-ში მილიონერები გახდნენ

მე-20 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ემიგ­რა­ცი­ა­ში გაქ­ცე­ვით ბევ­რმა ქარ­თველ­მა უშ­ვე­ლა თავს… ნა­წი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის, ნა­წი­ლი კი ოც­ნე­ბე­ბის ახ­დე­ნის­თვის მი­ა­შუ­რებ­და ქვეყ­ნი­დან. თუმ­ცა, მათ­გან ერ­თე­უ­ლებს გა­უ­მარ­თლათ და მათი სა­ხე­ლი ის­ტო­რი­ა­ში დარ­ჩა – ის­ტო­რი­კო­სი რუ­სუ­დან და­უშ­ვი­ლი იმ ქარ­თვე­ლებ­ზე გვი­ამ­ბობს, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ არ­ნა­ხულ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეს და თა­ვი­სი დრო­ის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი მი­ლი­ო­ნე­რე­ბი გახ­დნენ…

– პირ­ვე­ლი ტალ­ღის ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცია პო­ლი­ტი­კუ­რი იყო. ემიგ­რან­ტთა უმე­ტე­სო­ბამ ქარ­თუ­ლი პას­პორ­ტი და ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სი და­ი­ტო­ვა. ამის გამო პრო­ფე­სი­ულ და ფი­ნან­სურ წარ­მა­ტე­ბას ბევ­რმა ვერ მი­აღ­წია. ყვე­ლა­ზე მეტი მდი­და­რი ქარ­თვე­ლი ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობ­და.

მათ შო­რის აღ­სა­ნიშ­ნა­ვია:სკულპ­ტო­რი და მწე­რა­ლი ჯორჯ (გი­ორ­გი) პა­პაშ­ვი­ლი; ავი­ა­კონ­სტრუქ­ტო­რე­ბი მი­ხე­ილ გრი­გო­რაშ­ვი­ლი და უმ­სხვი­ლე­სი ავი­ა­კომ­პა­ნია “რი­პაბ­ლი­კის” ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ალექ­სან­დრე ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი; მო­ჭი­და­ვე და მსა­ხი­ო­ბი კოლა ქვა­რი­ა­ნი; “წყნა­რი ოკე­ა­ნის სა­ნა­პი­როს ნავ­თო­ბის კომ­პა­ნი­ის” ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი და­ვით და სერ­გი მდივ­ნე­ბი; სამ­შე­ნე­ბე­ლო კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ოთარ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლი და მისი ძმა ბიზ­ნეს­მე­ნი გივი ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლი; ნიუ-იორ­კის ვიცე-მერი კონ­სტან­ტი­ნე სი­და­მონ-ერის­თა­ვი და სხვე­ბი.

იყ­ვნენ მი­ლი­ო­ნე­რე­ბიც: გრი­გოლ კო­ბა­ხი­ძე (ჯორჯ კობი), გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი, ვა­სილ დუმ­ბა­ძე – შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, დი­მიტ­რი მეტ­რე­ვე­ლი – კა­ნა­და­ში, ავ­თან­დილ მე­რა­ბაშ­ვი­ლი – ჩი­ლე­ში, აკა­კი ხოშ­ტა­რია და ივა­ნე ვა­რა­ზაშ­ვი­ლი – ირან­ში.

გრი­გოლ კო­ბა­ხი­ძე (ჯორჯ კობი)

1909 წელს ბორ­ჯო­მის, კრას­ნო­და­რის, მი­უნ­ხე­ნის, ლონ­დო­ნის მი­ნის ქარ­ხნებ­ში 12-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის შემ­დეგ ამე­რი­კა­ში ჩა­ვი­და 26 წლის გრი­გოლ კო­ბა­ხი­ძე.

“ჯე­ნე­რალ ელექტრიკ­ში” მუ­შა­ო­ბას­თან ერ­თად მი­ი­ღო რამ­დე­ნი­მე პა­ტენ­ტი ავ­ტო­მა­ტურ სა­წერ-კალ­მებ­ზე, სა­კან­ცე­ლა­რიო ნივ­თებ­ზე, დაგ­რო­ვი­ლი ფუ­ლით კი 1919 წელს ბოს­ტონ­თან, მა­სა­ჩუ­სეტ­სის ქ. ეტ­ლე­ბო­რო­ში დიდი მი­ნის ქარ­ხა­ნა გა­მარ­თა. 1922 წელს და­ა­არ­სა The Coby Glass Product Company. უშ­ვებ­და 45 სა­ხის პრო­დუქ­ცი­ას.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო გი­ორ­გი მა­ჩაბ­ლის შეკ­ვე­თა: სუ­ნა­მო “სა­ქარ­თვე­ლოს დე­დოფ­ლის” ფლა­კო­ნი და მი­ნის გამ­ძლე კა­ბი­ნა ავი­ა­კონ­სტრუქ­ტორ ალექ­სან­დრე ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლის ახა­ლი მო­დე­ლი­სათ­ვის. კომ­პა­ნი­ის სა­ქო­ნელბ­რუნ­ვამ 15.000.000 დო­ლარს მი­აღ­წია, შე­მო­სა­ვალ­მა – 4 მი­ლი­ონს. გრი­გოლს სურ­და თბი­ლის­ში, ქუ­თა­ის­ში ან ბორ­ჯომ­ში მი­ნის დიდი ქარ­ხნის აშე­ნე­ბა. უა­რის შემ­დეგ, გა­და­წყვი­ტა რა­ჭა­ში თა­ვის სო­ფელ თხმორს დახ­მა­რე­ბო­და. 1925 და 1928 წლებ­ში ორ­ჯერ ეწ­ვია სა­ქარ­თვე­ლოს. ბევ­რი რამ გა­უ­კე­თა თა­ვის სო­ფელს, გა­ჭირ­ვე­ბულ ოჯა­ხებს. ამ დროს გა­ი­გო, რომ და­პა­ტიმ­რე­ბას უპი­რებ­დნენ და სას­წრა­ფოდ გა­ემ­გზავ­რა ქვეყ­ნი­დან.

1930-იანი წლე­ბის კრი­ზი­სის “დიდი დეპ­რე­სი­ის” დროს, კო­ბის წარ­მო­ე­ბაც გა­კოტ­რდა, მაგ­რამ გრი­გო­ლი გა­ჭირ­ვე­ბულ ქარ­თვე­ლებს მა­ინც ეხ­მა­რე­ბო­და ამე­რი­კა­ში, ევ­რო­პა­სა თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში. როცა 1941 წელს აშშ II მსოფ­ლიო ომში ჩა­ე­ბა, გრი­გოლ­მა სა­ო­მა­რი შეკ­ვე­თე­ბი­სათ­ვის წარ­მო­ე­ბის აღ­სად­გე­ნად მთავ­რო­ბის­გან ლი­ცენ­ზია და 2 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი მი­ი­ღო. მოკ­ლე ხან­ში აა­წყო მი­ნის წარ­მო­ე­ბა როდ-აი­ლენ­დის შტა­ტის ქ. პა­ტა­კეტ­ში. უშ­ვებ­და პრო­დუქ­ცი­ას სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის, სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტა­ლე­ბის, ქი­მი­უ­რი, სა­მე­დი­ცი­ნო ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი­სათ­ვის. The Coby Glass Product Company კვლავ მძლავრ წარ­მო­ე­ბად იქცა. ნა­წარ­მი მი­ე­წო­დე­ბო­და კა­ნა­დას და მო­კავ­ში­რე­ებ­საც.

ომის შემ­დეგ ნამ­დვი­ლი სან­თლე­ბის ნაც­ვლად, შექ­მნა ქი­მი­უ­რი სი­თხით სავ­სე ნაძ­ვის ხის ელექტრო­სან­თლე­ბი, რომ­ლებ­შიც ფე­რა­დი ბუშ­ტე­ბი მოძ­რა­ობ­დნენ.

შემ­დეგ სან­თლებს მი­ნი­სა­გან ამ­ზა­დებ­და. მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლი რბი­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბის ნაც­ვლად ფე­რა­დი მი­ნი­სა­გან და­ამ­ზა­და სხვა­დას­ხვა ფორ­მის სა­თა­მა­შო­ე­ბი. ქარ­თუ­ლი დრო­შის­ფერ ყუ­თებ­ში ჩა­ლა­გე­ბუ­ლებს ეწე­რა “მი­ნის სა­შო­ბაო ხის ორ­ნა­მენ­ტე­ბი, კობი – ეს შო­ბაა”. ფრან­გუ­ლი წარ­წე­რით “ორ­ნა­მენ­ტე­ბი” კა­ნა­და­შიც გა­დი­ო­და.

გრი­გოლ კო­ბა­ხი­ძე დიდი ქველ­მოქ­მე­დიც იყო. ჰყავ­და სტი­პენ­დი­ან­ტე­ბი, მათ შო­რის რე­ჟი­სო­რი ვასო ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი. ბევ­რს და­ეხ­მა­რა დიდი კრი­ზი­სის დროს. ომის შემ­დეგ ფუ­ლით, ტან­საც­მლით, წამ­ლე­ბით, პირ­ვე­ლი მოხ­მა­რე­ბის ნივ­თე­ბით ეხ­მა­რე­ბო­და ევ­რო­პა­სა და დან­გრე­ულ გერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებს. აფი­ნან­სებ­და მათ ამე­რი­კა­ში ჩა­იყ­ვა­ნას.

გრი­გოლს შვი­ლი არ ჰყავ­და. რეპ­რე­სი­ე­ბის გამო სსრკ-ში ნა­თე­სა­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა შე­წყვი­ტა. ორ ქარ­ხა­ნას ცო­ლის დახ­მა­რე­ბით უძღვე­ბო­და. ევ­რო­პა­ში მი­ნის წარ­მო­ე­ბის მცოდ­ნე ქარ­თვე­ლე­ბიც ვერ მო­ძებ­ნა. მისი საქ­მის გამ­გრძე­ლებ­ლე­ბი კომ­პა­ნი­ო­ნე­ბი, იტა­ლი­ე­ლი ძმე­ბი – ჯიმ და ჯული პაგ­ლი­სე­ბი გახ­დნენ. 1967 წელს გრი­გოლ კო­ბა­ხი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. პაგ­ლი­სებს სა­ხე­ლი არ შე­უც­ვლი­ათ წარ­მო­ე­ბი­სათ­ვის. 1980-იან წლებ­ში მათ კე­დელ­ზე ეკი­დათ ქარ­ხნი­სა და წარ­მო­ე­ბის დამ­ფუძ­ნებ­ლის, ქარ­თვე­ლი მრეწ­ვე­ლის გრი­გოლ კო­ბა­ხი­ძის ფოტო, მის მიერ შექ­მნი­ლი ორი­გი­ნა­ლუ­რი ნაძ­ვის ხის სა­თა­მა­შო­ე­ბი კი დღემ­დე იყი­დე­ბა ინ­ტერ­ნეტ-მა­ღა­ზი­ებ­ში.

გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი

ამე­რი­კუ­ლი პარ­ფი­უ­მე­რუ­ლი ფირ­მა Prince Matchabelli-ს და­მა­არ­სე­ბე­ლი გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი იყო პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, შექ­სპი­რის მთარ­გმნე­ლის, ივა­ნე მა­ჩაბ­ლის უფ­რო­სი ძმის, ვა­სი­ლის ვაჟი, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სათ­ვის მებ­რძო­ლი, 1914 წელს ჟე­ნე­ვა­ში შექ­მნი­ლი “სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის კო­მი­ტე­ტის” აქ­ტი­უ­რი წევ­რი, გერ­მა­ნუ­ლი წყალ­ქვე­შა ნა­ვე­ბით ია­რა­ღის შე­მო­ტა­ნის ინი­ცი­ა­ტო­რი, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის წლებ­ში კი – იტა­ლი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი.

სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის შემ­დეგ, 1922 წელს გი­ორ­გი გა­და­სახ­ლდა ამე­რი­კა­ში, სა­დაც მი­იწ­ვი­ეს მისი ცოლი, ცნო­ბი­ლი იტა­ლი­ე­ლი მსა­ხი­ო­ბი ნო­რი­ნა ჯილი (მა­რია კარ­მი). 1924 წელს ნიუ-იორკში გახ­სნა ან­ტიკ­ვა­რუ­ლი მა­ღა­ზია “წი­თე­ლი და შავი” (e rug e nuar). მალე აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მუშ­ტრებს ან­ტიკ­ვა­რი­ატ­ზე მე­ტად მისი ჰობი, სუ­ნა­მო­ე­ბი უფრო აინ­ტე­რე­სებ­დათ, ამი­ტომ წინა პლან­ზე პარ­ფი­უ­მე­რია წა­მო­წია. პა­რიზ­ში პარ­ფი­უ­მე­რი­ის სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ მა­ღა­ზი­ა­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის შემ­დეგ, 1926 წელს გახ­სნა სა­კუ­თა­რი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც 4 წელი ფარ­თოვ­დე­ბო­და და პრეს­ტი­ჟუ­ლი ხდე­ბო­და.

სა­ხელ­გან­თქმულ­მა სუ­ნა­მომ “სა­ქარ­თვე­ლოს დე­დო­ფა­ლი” მა­ჩაბ­ლე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლო გერ­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ჯვრი­ა­ნი ოქ­როს გვირ­გვი­ნის ფორ­მით ამე­რი­კის სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­ტა­ცე­ბა გა­მო­იწ­ვია.

ფლა­კო­ნე­ბი გერ­მა­ნუ­ლი ფა­ი­ფუ­რი­სა­გან მზად­დე­ბო­და, შემ­დეგ ჯორჯ კო­ბის ქარ­ხა­ნა­ში და­ამ­ზა­დეს მი­ნის ფლა­კო­ნი. ის ყვე­ლა ენ­ციკ­ლო­პე­დი­ურ ცნო­ბარ­შია შე­ტა­ნი­ლია, რო­გორც მი­ნის ფლა­კო­ნის ერთ-ერთ უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ხელ­ნა­კე­თი ნი­მუ­ში. გი­ორ­გის შექ­მნი­ლი “პრინ­ცი მა­ჩაბ­ლის გვირ­გვი­ნი” სა­ფირ­მო ნი­შა­ნი გახ­და. ის ამ­შვე­ნებ­და სხვა პრო­დუქ­ცი­ას: სუ­ნა­მო­ებს, სა­ა­ბა­ზა­ნო ზეთ “აბა­ნოს”, ოდე­კო­ლონს, დაპ­რე­სილ პუდრს და პო­მა­დას.

1929 წელს კომ­პა­ნი­ის ფი­ლი­ა­ლი გი­ორ­გიმ პა­რიზ­შიც და­ა­არ­სა და სა­თა­ვე­ში ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის ერთ-ერთი ფუ­ძემ­დე­ბე­ლი სპი­რი­დონ კე­დია ჩა­უ­ყე­ნა. მა­ღა­ზია კი სა­ხელ­გან­თქმუ­ლი “შა­ნე­ლის” მა­ღა­ზი­ის წინ გახ­სნა და პრო­დუქ­ცია ლონ­დონ­შიც გა­ავ­რცე­ლა. მის­მა ფირ­მამ წარ­მა­ტე­ბით გა­და­ლა­ხა 30-იანი წლე­ბის კრი­ზი­სი და მო­წი­ნა­ვე­თა რი­გებ­ში ჩად­გა. 10 წე­ლი­წად­ში მან არა მარ­ტო მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ბიზ­ნე­სი შექ­მნა უბ­რა­ლო ჰო­ბი­დან, არა­მედ გახ­და ნო­ვა­ტო­რი: ამე­რი­კას სა­კუ­თა­რი პარ­ფი­უ­მე­რუ­ლი წარ­მო­ე­ბა არ გა­აჩ­ნდა, რაც მზად­დე­ბო­და, ფრან­გუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ცუდი ას­ლე­ბი იყო და ძა­ლი­ან ძვი­რი ღირ­და. ასე რომ, მა­ჩა­ბელ­მა შე­ავ­სო ის სი­ცა­რი­ე­ლე, რაც იმ დროს ამე­რი­კულ მრეწ­ვე­ლო­ბა­ში არ­სე­ბობ­და. ბიზ­ნესს მა­ჩა­ბე­ლი არ ჩა­მო­უ­შო­რე­ბია ქარ­თუ­ლი საქ­მე­ე­ბის­გან. იყო 1931 წელს ამე­რი­კა­ში ქარ­თუ­ლი სათ­ვის­ტო­მოს და­არ­სე­ბის ერთ-ერთი ინი­ცი­ა­ტო­რი და 1932-24 წლებ­ში მისი თავ­მჯდო­მა­რე.

1935 წლის მარ­ტში კა­ლი­ფორ­ნი­ა­სა და შან­ხა­ი­ში ფი­ლი­ა­ლე­ბი გახ­სნა. გზა­ში გა­ცივ­და და ერთ კვი­რა­ში გარ­და­იც­ვა­ლა (ზო­გი­ერ­თი ინ­ფორ­მა­ცი­ით – საბ­ჭო­თა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა მო­წამ­ლეს).

ფირ­მა რამ­დენ­ჯერ­მე გა­ი­ყი­და, თუმ­ცა Prince Matchabelli კო­ნექ­ტი­კუ­ტის შტატ­ში დღემ­დე არ­სე­ბობს. პრო­დუქ­ცი­ის უმე­ტე­სო­ბა მისი დამ­ფუძ­ნებ­ლის სა­ხე­ლით და რე­ცეპ­ტით გა­მო­დის და ინ­ტერ­ნეტ-მა­ღა­ზი­ებ­შიც იყი­დე­ბა. სა­ფირ­მო ნი­შა­ნიც იგი­ვეა – გი­ორ­გის მა­ჩაბ­ლის მიერ შექ­მნი­ლი ემბლე­მა – ქარ­თულ­ჯვრი­ა­ნი სა­მე­ფო ოქ­როს გვირ­გვი­ნე­ბი, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში 2009 წელს და­ფუძ­ნე­ბუ­ლი “გი­ორ­გი მა­ჩაბ­ლის ფონ­დის” ემბლე­მა­ცაა…

ვა­სილ (ვასო) დუმ­ბა­ძე

მორ­გან­თა ბან­კის ფი­ნან­სის­ტმა ვა­სილ (ვასო) დუმ­ბა­ძემ ლა­იფ­ცი­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ინ­ჟინ­რო ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა. სა­ინ­ჟინ­რო წარ­მა­ტე­ბის გარ­და, ვასო კო­მერ­სან­ტიც გახ­და. იყო მორ­გან­თა რუ­სეთ-ამე­რი­კის ბან­კის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. გავ­ლე­ნი­ა­ნი ბი­ძის, გე­ნე­რალ-მა­ი­ორ ივა­ნე დუმ­ბა­ძი­სა და კავ­კა­სი­ის მე­ფის­ნაც­ვლის ილა­რი­ონ ვო­რონ­ცოვ-დაშ­კო­ვის წყა­ლო­ბით  ვასო პე­ტერ­ბურ­გის უმაღ­ლე­სი წრე­ებ­ში მოხ­ვდა. იყო პატ­რი­ო­ტიც: I მსოფ­ლიო ომის დროს ნიკო და­დი­ა­ნის მიერ შექ­მნი­ლი ქარ­თველ დაჭ­რილ ჯა­რის­კაც­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გამ­გე­ო­ბის წევ­რი გახ­და. იღწ­ვო­და პეტ­როგ­რად­ში ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის და­არ­სე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ავ­ტო­ნო­მი­ის მი­საღ­წე­ვად.

სამ­ხედ­რო მი­ნის­ტრ სუ­ხომ­ლინ­თან და მის ცოლ­თან და­ახ­ლო­ე­ბის შემ­დეგ, სამ­ხედ­რო შეკ­ვე­თე­ბი­დან სო­ლი­დურ სა­კო­მი­სი­ო­ებს იღებ­და. I მსოფ­ლიო ომის დროს 15 მი­ლი­ო­ნი მა­ნე­თის ყუმ­ბა­რე­ბის შეკ­ვე­თა მი­ან­დეს. ნი­კო­ლოზ II კი და­ა­ვა­ლა გერ­მა­ნე­ლებ­თან სე­პა­რა­ტულ ზავ­ზე მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად ნი­ა­და­გის მო­სინ­ჯვა. ვა­სომ და გი­ორ­გი მა­ჩა­ბელ­მა, რუ­სე­თის და­სა­მარ­ცხებ­ლად და სა­ქარ­თვე­ლო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად, სხვა კა­ლიბ­რის ჭურ­ვე­ბი შე­უკ­ვე­თეს. ჭურ­ვე­ბი რუ­სულ ქვე­მე­ხებს არ მო­ერ­გო და და­ი­წყო რუ­სე­თის არ­მი­ის უკან­და­ხე­ვა. ვა­სოს და­ა­პა­ტიმ­რეს. ჩა­მოხ­რჩო­ბა ნი­კო­ლოზ II კა­ტორ­ღით შე­უც­ვა­ლა. თე­ბერ­ვლის რე­ვო­ლუ­ცი­ის დროს ილო მა­ჩა­ბელ­მა გა­მო­იხ­სნა, კი­ე­ვი­დან ევ­რო­პა­ში გა­აღ­წია, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის შემ­დეგ კი ემიგ­რა­ცი­ა­ში დარ­ჩა.

1924 წელს დუმ­ბა­ძე ამე­რი­კა­ში გა­და­სახ­ლდა. 1925 წელს ნიუ-იორკში გა­მო­ცე­მულ­მა მის­მა წიგნ­მა “კავ­კა­სი­ის რეს­პუბ­ლი­კე­ბი” ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო და პა­რიზ­ში მყოფ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ წარ­მო­მად­გე­ნე­ლად და­ნიშ­ნა. ამე­რი­კა სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სეთ­თან ნე­ბა­ყო­ფი­ლო­ბით შე­ერ­თე­ბულ ქვეყ­ნად თვლი­და, ამი­ტომ ვასო შე­უდ­გა ოკუ­პა­ცი­ის სა­კი­თხის გახ­მა­უ­რე­ბას.

1926 და 1929 წლებ­ში მისი თა­ოს­ნო­ბით 2 ორ­გა­ნი­ზა­ცია და­არ­სდა: სე­ნა­ტორ ჰენ­რი ვილ­სო­ნი­სა და დიპ­ლო­მატ ლეონ ვილ­სო­ნის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბით “ამე­რი­კუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კავ­კა­სი­ი­სათ­ვის” და “სა­ქარ­თვე­ლოს უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტი”. გან­თქმულ იუ­რის­ტთა კო­მი­სი­ამ და­ად­გი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა და ევ­რო­პა­ში გა­ხიზ­ნუ­ლი მთავ­რო­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა. 1926 წელს დე­პუ­ტატ კოპ­ლენ­დი­სა და სე­ნა­ტორ ვალ­ტონ-მუ­რის შე­ი­ტა­ნი­ლი წი­ნა­და­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის და­ნიშ­ვნა­ზე, კონ­გრეს­მა ორ­ჯერ გა­ნი­ხი­ლა, სხდო­მა­თა ოქ­მე­ბი კი 22 და­მა­ტე­ბით და 17 ფო­ტო­თი 361-გვერ­დი­ან წიგ­ნად გა­მოს­ცა.

ვასო იყო 1931 წელს ნიუ-იორ­კის სათ­ვის­ტო­მოს და­არ­სე­ბის ერთ-ერთი ინი­ცი­ა­ტო­რი და ოთხგზის თავ­მჯდო­მა­რე. 1938 წელს აის­ლიპ­ში მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­ძე­ნი­ლი სათ­ვის­ტო­მოს სახ­ლი თა­ვი­სი­ვე ფუ­ლით გა­ა­წყო. მისი დახ­მა­რე­ბით ამე­რი­კა­ში ჩა­ვი­და არა­ერ­თი ქარ­თვე­ლი, რო­მელ­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ამე­რი­კის ცხოვ­რე­ბა­ში. ვა­სოს ძა­ლი­ან მდი­და­რი იყო და ცო­ლა­დაც უმ­დიდ­რე­სი ქალი შე­ირ­თო – გა­ზეთ “ჩი­კა­გო ტრი­ბუ­ნის” მე­წი­ლე. მდგო­მა­რე­ო­ბის და გა­ზე­თის წყა­ლო­ბით ვასო ყვე­ლა უწყე­ბა­ში ახერ­ხებ­და შეს­ვლას და ქარ­თველ­თა დახ­მა­რე­ბას, ევ­რო­პა­ში ამე­რი­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­დან კვე­ბით, სა­ცხოვ­რებ­ლი­თა და სტი­პენ­დი­ით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ად­გი­ლე­ბის ჩა­ტა­ნას.

ვასო დუმ­ბა­ძე 1943 წელს ნიუ-იორკში გარ­და­იც­ვა­ლა. მემ­კვიდ­რე არ დარ­ჩე­ნია. 27 მი­ლი­ო­ნი და  ან­დერ­ძის დე­და­ნი, რომ­ლი­თაც ფულს დე­დას და დებს  უტო­ვებ­და, ალ­ბათ იქ ინა­ხე­ბა, სა­დაც მუ­შა­ობ­და – მორ­გან­თა ბან­კში…

დი­მიტ­რი მეტ­რე­ვე­ლი (მაიკ მიტო)

1823 წელს კა­ნა­და­ში, კვე­ბეკ­თან ოქ­როს მო­პო­ვე­ბა და და­მუ­შა­ვე­ბა და­ი­წყეს. 1848 წელს კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, 1858 წელს კო­ლო­რა­დო­ში და 1859 წელს ნე­ვა­და­ში ოქ­როს აღ­მო­ჩე­ნას “ოქ­როს ციებ-ცხე­ლე­ბა” მოჰ­ყვა. XIX სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებ­ში “ციებ-ცხე­ლე­ბა” ჩა­ცხრა, მაგ­რამ 1890 წელს კლონ­და­იკ­სა და ალას­კა­ზე ოქ­როს აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ ამე­რი­კი­სა­კენ ოქ­როს­მა­ძი­ე­ბელ­თა ქა­რავ­ნე­ბი და­იძ­რნენ, მათ შო­რის იყ­ვნენ ქარ­თვე­ლე­ბიც.

ერთ-ერთი მათ­გა­ნია დი­მიტ­რი მეტ­რე­ვე­ლი – მაიკ მიტო. იგი 1913 წელს ამე­რი­კა­ში თა­ნა­სოფ­ლელ­თა ჯგუფს გაჰ­ყვა, სა­დაც უკვე მრავ­ლად იყ­ვნენ ქარ­თვე­ლე­ბი, რო­გორც აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე, ისე და­სავ­ლეთ­ში – ნიუ-იორკში, ჩი­კა­გო­ში, სან-ფრან­ცის­კო­ში, სი­ეტ­ლში, ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, დენ­ვერ­ში, აგ­რეთ­ვე მო­სა­ზღვრე კა­ნა­დის ქა­ლა­ქებ­ში – ტო­რონ­ტო­ში, ოტა­ვა­ში, ვან­კუ­ვერ­ში, ედ­მონ­ტონ­ში და ა.შ. რაჭ­ვე­ლე­ბი ძი­რი­თა­დად სი­ეტლსა და ვან­კუ­ვერ­ში იყ­ვნენ დაჯ­გუ­ფე­ბუ­ლი. იქი­დან ვიქ­ტო­რი­ა­ში, საკ­რა­მენ­ტო­ში, ტა­კო­მსა და სან-ფრან­ცის­კო­ში მი­დი­ოდ­ნენ, ან კა­ნა­და­ში გა­და­დი­ოდ­ნენ, რად­გან ამე­რი­კა­სა და კა­ნა­დას შო­რის მჭიდ­რო პო­ლი­ტი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რის გარ­და, თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ზღვა­რიც არ­სე­ბობ­და. ბევ­რი ქარ­თვე­ლი სე­ზო­ნუ­რი სა­მუ­შა­ო­სათ­ვის მი­დი­ო­და ამე­რი­კა­ში, ნა­წი­ლი კი სა­მუ­და­მოდ და­სახ­ლდა ამე­რი­კა­სა და კა­ნა­და­ში, რომ­ლებ­საც ერთ გე­ოგ­რა­ფი­ულ ერ­თე­უ­ლად თვლიდ­ნენ და “ჩრდი­ლო ამე­რი­კას” უწო­დებ­დნენ.

დი­მიტ­რი მეტ­რე­ვე­ლი ჯერ სი­ეტ­ლში ჩა­ვი­და, შემ­დეგ ვან­კუ­ვერ­ში. ბო­ლოს სა­ცხოვ­რებ­ლად კვე­ბე­კის მახ­ლობ­ლად პა­ტა­რა ქა­ლა­ქი ვალ­დო­რი აირ­ჩია. მალე მი­აკ­ვლია ოქ­როს და ჯერ ერთი, შემ­დეგ კი რამ­დე­ნი­მე მა­ღა­რო აა­მუ­შა­ვა. მუ­შებ­თან ერ­თად, მის გარ­შე­მო ნელ-ნელა სხვა ხალ­ხიც და­სახ­ლდა. და­ბას, რო­მე­ლიც ამ და­სახ­ლე­ბის წყა­ლო­ბით შე­იქ­მნა, მისი გვა­რის მი­ხედ­ვით ხალ­ხმა ამე­რი­კუ­ლი მა­ნე­რით “მეტ­რე­ვი­ლი” უწო­და. ბედი ალას­კა­ზეც სცა­და. იქ მის მა­ღა­რო­ებს “მი­ტოს ანო­მა­ლი­ე­ბი” უწო­დეს. მალე გამ­დიდ­რდა, მაგ­რამ სიმ­დიდ­რეს არ შე­უც­ვლია – უშურ­ვე­ლად ეხ­მა­რე­ბო­და არა­მარ­ტო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს ამე­რი­კა­ში, არა­მედ სხვებ­საც. მა­ტე­რი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას უწევ­და ოჯახ­სა და ნა­თე­სა­ვებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ სამ­შობ­ლო­ში ჩა­მოს­ვლა აუხ­დე­ნელ ოც­ნე­ბად დარ­ჩა…

30-იანი წლე­ბის კრი­ზის­მა ბევ­რი მი­ლი­ო­ნე­რი გა­ა­კოტ­რა. მთე­ლი სიმ­დიდ­რე და­კარ­გა მი­ტო­მაც. დაბა მეტ­რე­ვი­ლი და “ანო­მა­ლი­ე­ბი” და­ცა­რი­ელ­და, მი­ლი­ო­ნერ­თა სი­ა­ში აღარ ირი­ცხე­ბო­და, მაგ­რამ მა­ინც შეძ­ლო წარ­მო­ე­ბის ისე გა­მარ­თვა, რომ შეძ­ლე­ბულ კა­ცად დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. ამე­რი­კელ პარტნი­ორ სა­ლერ­ნოს­თან ერ­თად ტო­რონ­ტო­ში, სალ­მო­ტას ტბის მი­და­მო­ებ­ში ალ­მა­სის სა­ბა­დო აღ­მო­ა­ჩი­ნა და ალ­მა­სის და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­წარ­მო აა­მუ­შა­ვა.

1970 წელს მი­ტოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მისი საქ­მე უფ­როს­მა ვაჟ­მა, 1950-53 წლე­ბის კო­რე­ის ომის ვე­ტე­რან­მა ავ­გუს­ტმა (აგი) გა­ნაგ­რძო. 80-იან წლებ­ში ავ­გუსტ მიტო წარ­მარ­თავ­და მა­მის და­წყე­ბულ საქ­მეს. გახ­და კომ­პა­ნია Augimitto Explorations Limited დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და Cache d’or Resourses Inc პრე­ზი­დენ­ტი. სა­ქარ­თვე­ლო­ში დი­მიტ­რი მეტ­რე­ვე­ლის ნა­თე­სა­ვე­ბის მო­ძებ­ნა ვერ შევ­ძე­ლით, იგი რა­ჭა­ში, მის სო­ფელ უწე­რა­შიც აღა­რა­ვის ახ­სოვს, ალი­ას­კა­ზე აღარც “მი­ტოს ანო­მა­ლი­ე­ბი” იცის ვინ­მემ. თუმ­ცა, დი­მიტ­რი მეტ­რე­ვე­ლის სა­ხელ­ზე ერთი რამ მა­ინც დარ­ჩა: კვე­ბეკ­თან ახ­ლოს პა­ტა­რა ქა­ლა­ქი მეტ­რე­ვი­ლი…

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close