თელავითვითმმართველობა

თელავში მაგიდის ჩოგბურთში ღია ტურნირი გაიმართა

0

29-30 ივნისს, თელავში, თამაზ ანთაძის სახელობის სპორტულ კომპლექსში გაიმართა თელავის ღია ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში.

არსებული ინფორმაციით, გამარჯვებულები და პრიზიორები თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

” ტურნირი ჩატარდა ქალთა და მამაკაცთა მინი-კადეტ და იუნიორთა შორის. შეჯიბრში თელავის, თბილისის, ამბროლაურის, ქუთაისის, რუსთავის, ქედას, წყალტუბოსა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებიდან 70-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

გამარჯვებულები და პრიზიორები თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ტურნირი მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციისა და ააიპ თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანება ,, თელავის,, ორგანიზებით გაიმართა”,- განმარტავენ ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close