თელავითვითმმართველობა

სოფელ კისისხევში სასმელი წყლის ახალი მაგისტრალური მილსადენის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

0

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში სასმელი წყლის ახალი მაგისტრალური მილსადენის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, სამუშაოები თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ- ნიკოლოზ მეტრეველმა დაათვალიერა.

” პროექტის ფარგლებში, მილსადენი მოეწყობა 1 110 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე, სასმელი წყლით მომარაგდება 45 აბონენტი.

სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს G.SERVICE ასრულებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 99 988 ლარით ფინანსდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close