გურჯაანითვითმმართველობა

გურჯაანის ტექნოპარკᲛა ექიმთა კონფერენციას უმასპინძლა

0

გურჯაანის ტექნოპარკში, ექიმთა კონფერენცია ჩატარდა, სადაც მთავარ თემას  – “კარდიო მეტაბოლური დაავადებების თანამედროვე საკითხები” წარმოადგენდა, რომელშიც კახეთის რეგიონში მომუშავე ენდოკრინოლოგები, კარდიოლოგები, თერაპევტები და ოჯახის ექიმები მონაწილეობდნენ.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ: კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, პლატონ კალმახელიძე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი, ექიმ ქალთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი ნინო ჟვანია, “დეა” კავშირის პრეზიდენტი, პროფესორი რამაზ ყურაშვილი.

არსებული ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვის საქმეში წარმატებები უსურვეს.

ცნობისთვის, კონფერენცია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close