თელავითვითმმართველობა
სოფელ ვარდისუბანში საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, ორ ლოკაციაზე შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს- ინფორმაციას ადგილობრივი მერია ავრცელებს.
არსებული ცნობით, სამუშაოებს თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე- ნიკოლოზ მეტრეველი გაეცნო.
ცნობისთვის, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის ახალი საფარი დაიგება, ასევე მოეწყობა სანიაღვრე არხები.
ჯამში, მოასფალტდება 630 მეტრის სიგრძის საავტომობილო გზა.
გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლიც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 352 075 ლარით ფინანსდება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გზამშენი 2005,, ასრულებს.