მთავარი ამბები

დავით სონღულაშვილის ბიურო, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

0

დავით სონღულაშვილის ბიურო,  სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

გთავაზობთ უცვლელად:

,,გუშინ, 21 ივნისს, დაკავშირებული პიროვნებების იდენტიფიცირებულმა ჯგუფმა საკუთარი ონლაინრესურსების მეშვეობით ორკესტრირებულად გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, სადაც პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი იყო მოხსენებული.

პროპაგანდისტული ხასიათის პროვოკაციული ფეიქის ავტორის მიზანი, დეპუტატის რეპუტაციის შებღალვა, სიცრუის ტირაჟირება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, პარლამენტარი დავით სონღულაშვილი სამართლებრივ რეაგირებას გეგმავს.

მოვუწოდებთ ყველა იმ პირს, ვინც დაინტერესებულია ინფორმაციის მიღებით, ნებისმიერ დროს დაუკავშირდეთ დავით სონღულაშვილის ბიუროს და პარლამენტის პრეს-ცენტრს.”- წერია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close