სამართალი

სისხლიანი გარჩევა თბილისის ერთ-ერთ ბარში – დაჭრის ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ერთს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს

სისხლიანი გარჩევა თბილისის ერთ-ერთ ბარში - დაჭრის ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ერთს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს

თბი­ლის­ში, ე.წ. „ახალ აღ­მა­შე­ნე­ბელ­ზე“ მდე­ბა­რე ერთ-ერთ ბარ­ში მომ­ხდარ დაჭ­რის ფაქ­ტზე ორი პირი და­ა­კა­ვეს, ერთს კი ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­რუდ­გი­ნეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნა­შა­უ­ლე­ბი 3-დან 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ძვე­ლი თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი 2 პირი – 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ე.ნ. და 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.ხ. ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ხუ­ლიგ­ნო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, ხოლო 1995 წელს და­ბა­დე­ბულ, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლევ მ.ფ.-ს ბრა­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის­თვის და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 11 ივ­ნისს, თბი­ლის­ში, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე, ე.წ. „ახალ აღ­მა­შე­ნე­ბელ­ზე“ მდე­ბა­რე ერთ-ერთ ბარ­ში რამ­დე­ნი­მე პირს შო­რის და­წყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და და ბა­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გაგ­რძელ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის დროს, ბრალ­დე­ბულ­მა მ.ფ.-მ ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე ერთ-ერთი პირი – 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯ.უ. ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით დაჭ­რა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­უ­ტარ­და.

მომ­ხდა­რი ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის დროს, სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო ჩხუბ­ში მო­ნა­წი­ლე კი­დევ სამ­მა პირ­მა – 1998 წელს და­ბა­დე­ბულ­მა მ.ც.-მ, 1995 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ა.მ.-მ და 1990 წელს და­ბა­დე­ბულ­მა რ.დ.-მ. მათ შე­სა­ბა­მი­სი პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა კლი­ნი­კა­ში გა­ე­წია. ოთხი­ვე და­შა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი ამ­ჟა­მად მკურ­ნა­ლო­ბას სახ­ლში გა­ნაგ­რძობს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ცხელ კვალ­ზე, მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე მო­ახ­დი­ნეს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი 2 პირი თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს, ხოლო ერთს ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა. ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ღე­ბუ­ლია ხმო­ვა­ნი პის­ტო­ლე­ტი.

ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა პი­რის დად­გე­ნი­სა და შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბის მიზ­ნით, ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბა ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ ხუ­ლიგ­ნო­ბის, ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის და ორი ან მეტი პი­რის მი­მართ ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 239-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით და მე-3 ნა­წი­ლით, 117-ე მუხ­ლის 1-ელი ნა­წი­ლით, ასე­ვე, 126-ე მუხ­ლის 1-ელი პრი­მა ნა­წი­ლის „ბ“ და „გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით“, – ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close