გურჯაანითვითმმართველობა

გურჯაანში ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამისთვის 85 800 ლარი გაიცა

0

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის,

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამით, 286 ოჯახს დაეხმარა.

ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 85 800 ლარი გაიცა.

ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამა, გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 1 წლამდე ასაკის ბავშვთა ოჯახების ერთჯერად 300 ლარიან დახმარებას მოიცავს.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close