სიღნაღი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

0

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ორ სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება, რისი მიზეზიც, ძლიერი წვიმის დროს, სოფელ ქედლის ქვესადგურზე მეხის დაცემა გახდა, რამაც მაღალი ძაბვის კაბელები დააზიანა.

გარდა ამისა, მწყობრიდან გამოვიდა სოფელ მაღაროს ქვესადგურიც.

როგორც “მთავარ ამბებს კახეთიდან” აცნობეს, ადგილზე მობილიზებულია “ენერგოპროს” შესაბამისი ჯგუფები, რომლებიც დაზიანებული კერების აღდგენაზე მუშაობენ.

უამინდობის გათვალისწინებით , სპეციალისტები განმარტავენ, რომ სოფელ მაღაროს დენი სავარაუდოდ, დღის ბოლოს აღუდგება, ხოლო სოფელ ქედელში კი ელექტროენერგიის მიწოდება დიდი ალბათობით ხვალ მოხდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close