თვითმმართველობალაგოდეხი

სოფელ ბალთაში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

0

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება.

ამჯერად, შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია, სოფელ ბალთაში დაიწყო.

მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის თქმით,  სოფელში, პირველ ეტაპზე, შიდა საუბნო გზებზე ასფალტო-ბეტონის საფარი  მოწესრიგდება.

” ასფალტო-ბეტონის საფარი, 895 გრძ. მეტრი გზის მონაკვეთზე მოწესრიგდება, ასევე, სანიაღვრე არხები და მილ-ხიდები მოეწყობა.
პროექტის ღირებულება 505 000 ლარს შეადგენს და ის რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close