გურჯაანითვითმმართველობა

გურჯაანის კულტურის ცენტრში მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატის ნახევარფინალი გაიმართა

0

გურჯაანის კულტურის ცენტრში, მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატის ნახევარფინალში,ჟიურის წევრები იყვნენ:

მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ხელმძღვანელი სოფია ბანძავა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი და მსახიობები – გუჯა ლორთქიფანიძე და “შონზო”.

ადგილობრივი მერიის ცნობით, ნახევარფინალში 12 საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა.

” ფინალში, შემდეგი გუნდები გადავიდნენ:
🔹 მეორე საჯარო სკოლის გუნდი ” უნივერსალი”;
🔹 სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის გუნდი “დარდიმანდი”;
🔹 სოფელ ვაჩნაძიანის საჯარო სკოლის გუნდი ” ვიო ე”;
🔹 I საჯარო სკოლის გუნდი ” პიკი”;
🔹 სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის გუნდი ” აშენდა”;
🔹სოფელ ვეჯინის საჯარო სკოლის გუნდი “აუ, რა ჩავიცვა”;

🔗 ღონისძიება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ქვეყანაში არსებული რეგულაციების დაცვით გაიმართა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close