მთავარი ამბები

საქართველო „ფაიზერის“ ვაქცინის დოზებს მიმდინარე კვირის მანძილზეც მიიღებს

0

იმუნიზაციის მასობრივი კამპანიის ფონზე, საქართველო „ფაიზერის“ ვაქცინის დოზებს მიმდინარე კვირის მანძილზეც მიიღებს.

ვაქცინის 28 000 დოზის ათვისება ქვეყანამ უკვე დაიწყო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მარაგში კი, 3 სხვა სახეობის ვაქცინაა.

ვაქცინები საქართველოსა და კომპანია „ფაიზერს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნაწილია, რომლის ფარგლებშიც, 2021 წლის ბოლომდე ქვეყანამ ეტაპობრივად „ფაიზერის“ 1 500 000 დოზა უნდა მიიღოს.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close