განათლება

„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“

0
„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ პროგრამის სასკოლო სივრცეში ინტეგრირების მიზნით, დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისა და კურიკულუმის ექსპერტების გადამზადების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
 პირველ ეტაპზე, 250-მდე დაწყებითი კლასის მასწავლებელი უკვე გადაამზადა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი გადამზადებულ მასწავლებლებს შეხვდა.
„დაწყებით საფეხურზე გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების საგნობრივ ჭრილში ინტეგრირება და მრავალფეროვანი აქტივობებით მოსწავლეებში სწორი შეხედულებებისა და ქცევების ფორმირება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც გვაახლოებს ჩვენ საერთო მიზანთან – გვყავდეს განათლებული, სწორი ღირებულებების მქონე მომავალი თაობა, რომელიც შეძლებს არსებული პრობლემების გადაჭრას და რომლისთვისაც თანაბრად მნიშვნელოვანი იქნება გარემოს დაცვა, სოციალური კეთილდღეობა თუ ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close