მთავარი ამბები

რომელი ვაქცინების რამდენ დამატებით დოზას ელის საქართველო ახლო მომავალში

0

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაციის შეუფერხებლად მიმდინარეობისთვის, კოვიდვაქცინების დამატებითი დოზები შემოვა.

„ბოლო დღეების განმავლობაში, ინფიცირების შემთხვევების მატება გვაქვს. ამ სიტუაციაში, მთავრი გამოსავალი არის ვაქცინაცია. იქამდე, იყო პრობლემა, რომ ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი რაოდენობა არ იყო. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ საკმარისი რაოდენობის ვაქცინები ჩამოგვეტანა. მილიონი ვაქცინაა ადგილზე. ერთი მილიონი დოზა „ფაიზერის“ მოწოდება უკვე დაიწყო და ყოველ შაბათ-კვირას, ჩვენ შემოგვივა „ფაიზერის“ ვაქცინები. ასევე, აღსანისნავია მილიონი „სინოფარმი“ და „სინოვაკი“, რომლებიც ტრადიციულად დამზადებული ვაქცინებია და ავტორიზებულია ჯანმო-ს მიერ. „ფაიზერს“ რაც შეეხება, მილიონია შემოტანილი და ნახევარი მილიონის ჩუქება აქვს გადაწყვეტილი ამერიკის მთავრობას. მას რამდენიმე კვირაში მივიღებთ და კიდევ ერთი მილიონი „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ შემოვა საქართველოში. ინფიცირების შემთხვევებმა იმატა ბავშვებში. მე, როგორც მშობელმა, მინდა, მივმართო ჩვენს მოსახლეობას; გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. მთავრობას არ აქვს სხვა ბერკეტი, გარდა იმისა, რომ მოსახლეობას ფართო ვაქცინაცია შესთავაზოს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 386 195 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 363 318, გარდაიცვალა 5 538 პაციენტი.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close