საზოგადოება

თელავში 25 წლამდე კაცმა ორი ადამიანი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

0

თელავში,  ახალგაზრდა მამაკაცმა, ორი ადამიანი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შემთხვევა გვიან ღამით, ალაზნის გამზირზე მოხდა. “მთავარი ამბები კახეთიდან” ინფორმაციით,  დაჭრამდე,  კაცმა მეგობარ ქალზე ფიზიკურად იძალადა, მოგვიანებით კი საცხოვრებელი კოროუსის ეზოში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ძმები ცივი იარაღით დაჭრა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ორივე დაჭრილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე, დამაკმაყოფილებელია.

პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა და თელავის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანა, სადაც ბრალს სავარაუდოდ, დღის ბოლოს წარუდგენენ.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close