საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: ჯერჯერობით ბავშვების ვაქცინაციაში ჩართვა არ იგეგმება

0

ჯერჯერობით, ბავშვების ვაქცინაციაში ჩართვა არ იგეგმება. ამ ეტაპზე საუბარია 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდების აცრაზე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ბავშვების ვაქცინაციაში ჩართვა ჯერჯერობით არ იგეგმება. ჯერჯერობით, არცერთ ქვეყანას ბავშვების ვაქცინაცია არ დაუწყია. ერთადერთი, ჩინელებს აქვთ „სინოვაკზე“ დიდი, მესამე ფაზის კვლევა, სადაც 3 წლის ზემოთ ბავშვები აცრეს, კარგი შედეგით. ჯერ საუბარია მოზარდებზე, 12-დან 15 წლის ასაკში“, – განაცხადა გამყრელიძე

მ.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close