საზოგადოებასამართალი

ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულ 5 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

0

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულ ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურა ხუთივე დაკავებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარემ კი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.

ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით სულ 13 ადამიანია დაკავებული, მათგან 8-ს პატიმრობა უკვე შეეფარდა.

„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ბრალი 16 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 35 პირი, მათ შორის 29 ჟურნალისტი და ოპერატორი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close