ბლოგიდღის ამბებიერთი დღე
თამარ ლაზარიაშვილის ერთი დღე…

გამიხარდა რომ გამომეხმაურეთ და დაინტერესდით, თუ როგორია ჩემი ცხოვრების ერთი დღე. ჩემთვის ყოველი დღე უფლის მადლიერებით იწყება. მყავს დიდი ოჯახი: მეუღლე, სამი შვილი,რძალი და შვილიშვილები. ყველას თანაბრად ვუნაწილებ სითბოს და ენერგიას. მიყვარს ოჯახში ჟრიამული, სადაც სიცოცხლე სჩქებს.

ყოველ დილას 6 საათზე ვდგები და ვიდრე სამსახურში წავალ, ვცდილობ ოჯახში ყველაფერი მოვაგვარო. მაქვს ორმაგი პასუხისმგებლობა აღებული,რადგან მეუღლე დიდიხანია იმყოფება ამერიკაში. ჩემი შვილების გაზრდაში და განათლებაში დიდი ენერგია და ინვესტიცია ჩავდე, რათა აღზრდილიყვნენ კარგ ადამიანებად და მოქალაქეებად. ყოფილიყვნენ წარმატებული თავის სფეროში. ამ ყველაფერში გამიმართლა.
ცხოვრება რამდენადაც რთულია, იმდენად საინტერესოა. საინტერესოა ადამიანებთან ურთიერთობა. ვცდილობ ყოველთვის ვიყო პოზიტიური, რათა სხვასაც მივცე ცხოვრების სტიმული.ხშირად უკითხავთ ჩემთვის როგორ ვახერხებ ამ ყველაფერს.
დღე ისე არ ჩაივლის არ ვიყო მიწვეული სხვადასვა ღონისძიებებზე: ტრენინგზე, გამოფენებზე, წიგნის პრეზენტაციაზე, შემოქმედებით საღამოზე ან საზოგადოებრივ საქმიანობაში, რაც მაძლევს მეტის კეთების შესაძლებლობას და საკუთარი თავის განვითარებას.

დავაარსე ორგანიზაცია “თელავი ჩემი ქალაქია”, რომელიც წევრობაზეა დაფუძნებული. დავაწესეთ “თელავის მოამაგის”წოდება.სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, თელავზე და თელაველებზე მზურუნველ ადამიანებს ( პროფესორებს, ექიმებს,მეეზოვეს, დეკორატორებს) მივანიჭეთ “თელავის მოამაგის “წოდება და სიცოცხლეშივე დავაფასეთ. ყოველთვის მაქვს დიდი სურვილი დავეხმარო გაჭირვებულ ადამიანებს, რომლებიც სამწუხაროთ მრავლად არიან ჩვენს გარშემო.

როდესაც დაღამდება და საკუთარ თავთან მარტო ვრჩები, ვფიქრობ დღეს”სხვას რა ვარგე”. მადლობას ვუხდი უფალს ყოველი დღისთვის და ყოველი ღამისთვის. მინდა ჩემს გარშემო ყველა ბედნიერი და წარმატებული იყოს და თუ ამაში მეც შევიტან წვლილს მხოლოდ გამიხარდება.
ჩემი სამსახური იმდენად მიყვარს რომელსაც ზ. არსენიშვილის კულტურის ცენტრი ჰქვია და ჩემი ყველა თანამშრომელი, მიხარია მათი ნახვა და ურთიერთობა. თავს კარგად ვგრძნობ. სადაც ხელოვანი ადამიანები იკრიბებიან.


მიყვარს სიცოცხლე და კარგად ვიცი მისი ფასი.ყოველი დღე ჩემთვის დღესასწაულია. როდესაც სახლში დაღლილი ვბრუნდები ოჯახი მელოდება და შვილიშვილები მითბობენ გულს. ყოველთვის ვფიქრობ ჩემს ახლობელ ადამიანებზე, მეგობრებზე და უქმეებზე მათთან ერთად ვატარებ და მათთვის გაცემულ და მიცებულ სიყვარულს კიდე სხვა ანდამატი აქვს.