ბლოგიდღის ამბებიერთი დღე

გვანცა მოლაშვილის ერთი დღე…

,,ყოველი ჩემი დილა იწყება 7 საათზე, ჩემს შვილთან ერთად. გაღვიძებისთანავე ვამოწმებ და ვაკორექტირებ მიმდინარე დღის თასქებს. ვცდილობ ყველაფერი ჩავინიშო , რადგან გადატვირთული გრაფიკის გამო არაფერი გამომრჩეს.”

9 საათისთვის ელენიკო მიმყავს დედაჩემთან, ჩემს სამსახურიდან დაბრუნებამდე ისინი ერთად ატარებენ დროს.

ყავის დალევის გარეშე ჩემი სახლიდან გასვლა წარმოუდგენელია, ყავას უმტესად მეუღლესთან ერთად ვსვავ ,ეს ჩვენი პატარა ტრადიციაა… შემდეგ კი მივეშურები სამსახურისკენ. ამ ეტაპზე ვმუშაობ განთლების სამინისტროში, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების კოორდინატორის პოზიციაზე თელავისმუნიციპალიტეტში, პარალელურად ვარ „ქალთა ეკონომიკური ჩართულობისა და ლიდერობის პროგრამის მენტორი“, ახმეტის მუნიციპალიტეტში. განათლების სფერო არის ის ,სადაც ყოველთვის წარმომედგინა ჩემი თავი.

ვინაიდან უშუალოდ მასწავლებლებთან მიხდება მუშაობა, კარგად შევისწავლე განათლების სფეროში წამოჭრილი პრობლემური საკითხები და ვცდილობ ჩემი წვლილი შევიტანო მათ გადაჭრაში. მასწავლებლებისგან ხშირად ვგრძნობ პოზიტიურ დამოკიდებულებას,რაც მიზრდის მოტივაციას უკეთ შევასრულო ჩემზე დაკისრებული მოვალეობა და თელავის რაიონი იყოს გამორჩეული განათლების სფეროში გადადგმული წინსვლის ნაბიჯებით.
რაც შეეხება ქალთა ეკონომიკური

განვითარებისა და ლიდერობის პროგრამას, აქ ურთიერთობა მაქვს ისეთ ქალბატონებთან , რომლებიც მისაბაძები არიან ჩემთვის თავიანთი ადამიანური თვისებებით, კეთილშობილებით, ერთგულებით, პასუხისმგებლობით.მე მათ ვეხმარები რომ გახდნენ უფრო თავდაჯერებულნი და ვარწმუნებ რომ ქალებს ყველაფერი გამოგვივა , რასაც მოვინდომებთ. მოუხარიათ სესაიაზე დასასწრებად და ვხედავ როგორ იზრდებიან თითოეული შეხვედრის შემდეგ ,რა შეიძლება ვინატრო ამაზე მეტი?

ალბათ გაგიკვირდებათ როგორ , მაგრამ… მე საქველმოქმედო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებასაც ვასწრებ. როგორ? არასდროს ვიშურებ დროს და ენერგიას , რომ შევძლო ჩვენს ქალაქში მოხუცების, მრავალშვილიანი დედებისა თუ ავადმყოფების დახმარება. ხშირად ჩემი პირადი საქმეები გადამიდია გვერდზე და ფეხით წავსულვარ ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში საკვების მისატანად მარტოხელა მოხუცთან… ეს მე მაბდენიერებს, ჩემი სულიერი საზრდოა.

სამსახურიდან ვბრუნდები ძალიან დაღლილი, მაგრამ კმაყოფილი რომ შევძელი ყველა დაგეგმილი საქმისთვის გამერთმია თავი. საღამოს ვცდილობ ჩემს შვილთან ერთად გავატარო დრო , ვიზრუნო მის განვითარებაზე, ხშირად ვსეირნობთ ერთად, ვთამაშობთ, ვიცინით ბევრს. ზოგჯერ ისმენს ჩემს სატელეფონო საუბარს მასწავლებლებთან, ამიტომ თუ კითხავთ ვინ სურს რომ გახდეს აუცილებლად გიპასუხებთ რომ პედაგოგობა სურს.

,,ის, ვინც მე დღეს ვარ, მივაღწიე დიდი შრომისა და მონდომების საფუძველზე , ვინც მე მიცნობს ეს ყველამ იცის, ამიტომ ჩემს შვილს თავიდანვე ვუნერგავ შრომის სიყვარულს, სხვა ადამიანების პატივისცემას, საკუთარი უფლებების დაცვას. თქვენ ყველას კი ვინც ამ წერილს წაიკითხავთ გეტყოდით არასოდროს შეწყვიტოთ ცდა, საკუთარ თავზე მუშაობა , ზომიერად და ნელა ასეთია გზა წარმატებისკენ…”

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close