ბლოგებიერთი დღემთავარი ამბები

ნატუკა ქართველიშვილის ერთი დღე…

0

,,ჩემი დილა იწყება ბედნიერებით რადგან ვხედავ ჩემს შვილებს და ვაანალიზებ რომ მე ვარ ჯანმრთელი და ცოცხალი ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი რამის შეცვლა და გაკეთება შეუძლია.”

გაღვიძებისთანავე ვიწყებ ფიქრს და ვცდილობ სრაფად დავალაგო გონებაში ის საქმეები რომელიც პრიორიტეტულია იმ დღისთვის.

უკვე 6 წელია , დილის 10 საათზე ოჯახში სახლის კარს აღებს ჩემი შვილების აღმზრდელი და იწყება დიდი ბედნიერება, რადგან მისი ენერგია პოზიტიურად ავსებს ჩემს ოჯახს.

უზომოდ გამიხარდა როდესაც დაინტერესდით თუ როგორი იყო ჩემი ერთი დღე, ეს ნიშნავს რომ სულ ცოტათი მაინც დამიმსახურებია პატივისცემა და ყურადღება საზოგადოებისგან, რაც ორმაგად პასუხსიმგებლიანს მხდის, სწორედ ამიტომ მინდა ჩემს შესახებ სტატია მხოლოდ და მხოლოდ დადებითი ემოციებით იყოს სავსე .

ტურისტული კომპანია ,,დინა თრეველი” 8 წლის წინ დავაარსე და მას შემდეგ ყოველდღე, მთელი დღის განმავლობაში ვპასუხობ ზარებს თუ შეტყობინებას, სამსახურში მოსულ ადამიანებს ვცდილობ შევუქმნა სასიამოვნო გარემო, რადგან ჩვენ ვყიდით ბედნიერებას, რასაც მოგზაურობა ჰქვია. პანდემიის დაწყებიდან , დღემდე არ მქონია დღე, როდესაც უარი ვთქვი მუშაობაზე და ხალხის დახმარებაზე. ჩემი ყოველი დღის ინსპირაცია არის ჩემი ოჯახი და მინდა მათ ძალიან იამაყონ ჩემით.

ყოველდღე აქცენტს ვაკეთებ საკუთარი თავის და შვილების განვითარებაზე. ვცდილობთ მოვინახულოთ და შევისწავლოთ ტურისტული ობიექტები, გავუზიაროთ ადამიანებს შთაბეჭდილებები, შევუქმნათ მათ ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი და რაც მთავარია ვიცხოვროთ მარტივად და სწორად შევაფასოთ რა არის ცხოვრებაში ღირებული. ჩემი შვილები იმდენად თავისუფალი ბავშვები არიან , ხშირად ერთადაც ვმუშაობთ და მათ ზედმეტი სახელიც კი შეარქვეს ,, ტურისტულის გოგონები” რომელიც ძალიან მოსწონთ. ყოველდღე ვნახულობ დედას რომელიც ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია.

სამსახურიდან ვბრუნდები სახლში საკმაოდ დაღლილი, თუმცა ვიაზრებ იმ სტატუსს რასაც მშობელი ჰქვია, ვცდილობ მოვამზადო საჭმელი, ვეთამაშო ბავშვებს ან ვუყუროთ მულტფილმებს.ვამეცადინო და ვიზრუნო შევუქმა მათ დადებითი ემოციები. არ არსებობს დღე როდესაც მათ არ ველაპარაკები სიკეთეზე და ზრდილობაზე. ბავშვებსაც ხომ აქვთ თავისებური პასუხისმგებლობა და ეს მათ პატარა ასაკიდანვე უნდა ვასწავლოთ.
საღამო ჩემთვის საუკეთესო პერიოდია როდესაც ვიცი ყველაფერი არის სტაბილურად და ვიწყებ ჩემს საყვარელ საქმიანობას, წიგნის წერას. ეს ამბავი ბევრმა არ იცის და არც ის იციან რამდენი თელაველია ამ წიგნში , რომლებთანაც მაკავშირებს ძალიან ლამაზი და ბევრი ტკბილი მოგონება…
მიყვარს ცხოვრება, და ყველას ვურჩევ გამოიყენონ ყველა დღე მაქსიმალურად , ბედნიერებისთვის მთავარი არ არის სიმდიდრე, მთავარია შეგეძლოს ამის შეგრძნება. და გვახსოვდეს რომ როდესაც ერთი კარი იხურება, მეორე აუცილებლად იხსნება და არასოდეს არ დავნებდეთ სირთულეებს…

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close