მთავარი ამბები

საქართველოში 688 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

0

ამ ეტაპზე, საქართველოში, 688 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის, თბილისში – 309, აჭარაში – 78, იმერეთში -143. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 190 პირი, მათგან თბილისში – 118, აჭარაში – 13, იმერეთში – 13. 610 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 345 – თბილისში, 232- აჭარაში. 5 734 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 353 965 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 339 392, გარდაიცვალა 5 048 პაციენტი.

ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close